ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებულებიდან რამდენიმეს სხეულის 30-75%-იანი დამწვრობა აღენიშნება, ორი ადამიანი თბილისში გადმოჰყავთ - კვირის პალიტრა

ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებულებიდან რამდენიმეს სხეულის 30-75%-იანი დამწვრობა აღენიშნება, ორი ადამიანი თბილისში გადმოჰყავთ

ქუთაისში, ავტომშენებლის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული სამი ადამიანი ქუთაისის თერმულ დაზიანებათა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ცენტრშია მოთავსებული. დამწვრობის ცენტრის ექიმის გიორგი აბესაძის ინფორმაციით, სამივე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. მათ სხეულის 30-75%-იანი% დამწვრობა აღენიშნებათ და სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

"ჩვენთან თავდაპირველად 4 პაციენტი შემოვიდა, ამათგან სამი რჩება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. უტარდებათ მკურნალობა, მდგომაროება მძიმეა, მათი თბილისში გადაყვანა საჭირო არ გახდება. რაც შეეხება მეოთხე პაციენტს, ის არასრულწლოვანია და თბილისში გადაჰყავთ", - განაცხადა გიორგი აბესაძემ.

გარდა ამისა, დაშავებულებიდან კიდევ ერთი პაციენტი თბილისში გადმოჰყავთ, ორი პაციენტი კი ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია მოთავსებული.

ქუთაისში, საცხოვრებელ კორპუსში, აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძრით 7 ადამიანი დაშავდა. ცეცხლი ავტომშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის მე-2 სართულზე გაჩნდა. ხანძრის ქრობაში 30-მდე მეხანძრე-მაშველი და 10-მდე სახანძრო და სამაშველო ტექნიკა იყო ჩართული.

"ინტერპრესნიუსი"