"მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ჩემზე ფიზიკური ანგარიშსწორება იგეგმება"
"მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ჩემზე ფიზიკური ანგარიშსწორება იგეგმება"
ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებით, მის წინააღმდეგ ფიზიკური ანგარიშსწორება იგეგმება. ვასაძე არ გამორიცხავს, რომ იგეგმებოდეს მისი ლიკვიდაციაც.

როგორც ლევან ვასაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, მოსალოდნელ საფრთხესთან დაკავშირებით მას ინფორმაცია ძალოვანი უწყების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მიაწოდა.

ლევან ვასაძის განცხადებითვე, აღნიშნული ქმედება, რომელიც მის წინააღმდეგ შესაძლოა განხორციელდეს, გარე ძალების მიერ არის ორგანიზებული, რათა მოხდეს ქვეყნის შიგნით სიტუაციის გამწვავება და ქმედების მოქმედი ხელისუფლებისთვის გადაბრალება.

"ერთ-ერთმა ადამიანმა მომაწოდა ინფორმაცია, რომ იგეგმება ჩემზე ფიზიკური ანგარიშსწორება. ყურადსაღებად მივიღე ეს
ინფორმაცია და ჩავთვალე საჭიროდ, რომ აღნიშნულზე გამეკეთებინა განცხადება. ეს ყველაფერი კეთდება სიტუაციის არევისთვის, რათა შემდგომ ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს დაბრალდეს ეს ქმედება. აქ იკვეთება გარე ძალების ინტერესი. გლობალისტების, რომლებიც ზოგადად ამ პროცესში არიან ჩართული
", - აღნიშნა ლევან ვასაძემ.

"ინტერპრესნიუსის" მიერ დასმულ კითხვაზე, აპირებს თუ არა
მიმართოს ძალოვან უწყებას და ჩაერთოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ პროგრამაში, ლევან ვასაძე პასუხობს, რომ მას გვერდით ჰყავს ის ადამიანები, რომლებიც მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.

"მე გვერდით მყავს ისეთი ბიჭები, რომლებიც ნებისმიერ პროგრამას შეშურდება და რომლებიც ზრუნავენ ჩემს უსაფრთხოებაზე", - აღნიშნა ლევან ვასაძემ.

ამ წუთებში ვერის ბაღში "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა ნაწილი ისევ შეკრებილია, რომლებიც ლევან ვასაძეს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ და აღნიშნავენ, რომ იმოქმედებენ კანონის დაცვის ფარგლებში, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე.

თავად ლევან ვასაძემ ტერიტორია უკვე დატოვა.
ნინო
19 ივნისი 2019 11:03
გარეწრებო ხელები შორს ვასაძისაგან. უფალმა დაგლახვროთ ბოროტო ძალებო. უფალომაპატიე.
მაკა
18 ივნისი 2019 18:28
ვისგან და რისგან გვიცავენ(?!) მთავარი მტერი აგერ ააა მალე თბილისს შემოგვირაგავს და ...რა დროს ეესაა?! ვინ მომახვევს ტავზე რამეს თუ არ მინდა!/ ? კარგით რა კარგით!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საქმეზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საქმეზე?