18-06-2019
დღეს დავით სერგეენკომ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა და ჯანდაცვის მინისტრის პოსტი ეკატერინე ტიკარაძემ დაიკავა.
ტიკარაძე მედიას პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარუდგინა.
ჯანდაცვის ახალი მინისტრი ეკა ტიკარაძე, მინისტრთა კაბინეტში მოხვედრადე საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი იყო.
ზემოთაღნიშნულ საკადრო ცვლილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა "ჩემი ცოლის დაქალების" სცენარისტი ქეთი დევდარიანი:

"თავისი ქვეყანაა და ვისაც უნდა იმას დანიშნავს ჯანდაცვის მინისტრად. თქვენ ვინ გეკითხებათ?!
თუ მოუნდება, საერთოდ არ ექნება ჯანმრთელობის სამინისტრო.
ჯანსაღად იკვებეთ, სპორტულად იცხოვრეთ და ავადაც არ გახდებით", - წერს დევდარიანი, რომლის სტატუსის ადრესატიც სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილია.