"თუ მოუნდება, საერთოდ არ ექნება ჯანმრთელობის სამინისტრო...თავისი ქვეყანაა და ვისაც უნდა იმას დანიშნავს მინისტრად" - კვირის პალიტრა

"თუ მოუნდება, საერთოდ არ ექნება ჯანმრთელობის სამინისტრო...თავისი ქვეყანაა და ვისაც უნდა იმას დანიშნავს მინისტრად"

დღეს დავით სერგეენკომ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრის თანამდებობა  დატოვა და ჯანდაცვის მინისტრის პოსტი ეკატერინე ტიკარაძემ დაიკავა.

ტიკარაძე მედიას პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარუდგინა.

ჯანდაცვის ახალი მინისტრი ეკა ტიკარაძე, მინისტრთა კაბინეტში მოხვედრადე საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი იყო.

ზემოთაღნიშნულ საკადრო ცვლილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა   "ჩემი ცოლის დაქალების" სცენარისტი ქეთი დევდარიანი:

"თავისი ქვეყანაა და ვისაც უნდა იმას დანიშნავს ჯანდაცვის მინისტრად. თქვენ ვინ გეკითხებათ?!

თუ მოუნდება, საერთოდ არ ექნება ჯანმრთელობის სამინისტრო. ჯანსაღად იკვებეთ, სპორტულად იცხოვრეთ და ავადაც არ გახდებით", - წერს დევდარიანი, რომლის სტატუსის ადრესატიც სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილია.

"ჯანდაცვის მინისტრად ივანიშვილის პირადი სტომატოლოგი ინიშნება" - როგორ ეხმაურებიან პოლიტიკოსები სერგეენკოსთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას

რა ქონებით ტოვებს თანამდებობას დავით სერგეენკო

წყარო