როგორი ამინდი იქნება საქართველოში 20-22 ივნისს - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 20-22 ივნისს

20-22 ივნისს, საქართველოს ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დროგამოშვებით იწვიმებს ელჭექით (ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში), ზოგან ძლიერად, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მომატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"