ვინ არის ქალბატონი, რომელიც ბორჯომში მომხდარი ავარიის შედეგად გარდაიცვალა?
ვინ არის ქალბატონი, რომელიც ბორჯომში მომხდარი ავარიის შედეგად გარდაიცვალა?
ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

საავადმყოფოში შეყვანისას დაშავებულს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომანქანა 75 წლის ქალს და მასთან ერთად მყოფ ორ მცირეწლოვანს დაეჯახა. მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი "მესხეთის თეატრის" 75 წლის მსახიობი გალინა ხვიჩიაა. ინფორმაციას ამის
"სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის ექსპლუატაციის
ან წესების დარღვევას გულისხმობს. ავტომანქანის მძღოლი იდენტიფიცირებულია.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საქმეზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საქმეზე?