ვინ არის ქალბატონი, რომელიც ბორჯომში მომხდარი ავარიის შედეგად გარდაიცვალა? - კვირის პალიტრა

ვინ არის ქალბატონი, რომელიც ბორჯომში მომხდარი ავარიის შედეგად გარდაიცვალა?

ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

საავადმყოფოში შეყვანისას დაშავებულს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომანქანა 75 წლის ქალს და მასთან ერთად მყოფ ორ მცირეწლოვანს დაეჯახა. მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი "მესხეთის თეატრის" 75 წლის მსახიობი გალინა ხვიჩიაა. ინფორმაციას ამის

"სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის ექსპლუატაციის ან წესების დარღვევას გულისხმობს. ავტომანქანის მძღოლი იდენტიფიცირებულია.