"პუტინ ხუილო", გაუმარჯოს საქართველოს" - რა ხდება რუსთაველის გამზირზე?
აქციის მონაწილეების ნაწილმა რუსთაველზე საავტომობილო გზის ნაწილი დაიკავეს. ისინი სასტუმრო "რედისონისკენ" შეძახილებით მიემართებიან: "პუტინ ხუილო", გაუმარჯოს საქართველოს".
არსებული ინფორმაციით, სასტუმრო "რედისონში" რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი იმყოფება. აქციის მონაწილეებმაც პარლამენტიდან "რედისონის" მიმართულებით აღნიშნულიდან გამომდინარე გადაინაცვლეს.
"ინტერპრესნიუსი"