"სამ მილიონ გველში სამასი არაგველი მაინც მოიძებნება..." - როგორ ეხმაურებიან "ფეისბუკში" რუსი დეპუტატების სკანდალურ ვიზიტს? - კვირის პალიტრა

"სამ მილიონ გველში სამასი არაგველი მაინც მოიძებნება..." - როგორ ეხმაურებიან "ფეისბუკში" რუსი დეპუტატების სკანდალურ ვიზიტს?

საქართველოში რუსი დეპუტატების ვიზიტსა და პარლამენტში დღეს განვითარებულ მოვლენებს გამოხმაურება მოჰყვა "ფეისბუკშიც". გთავაზობთ რამდენიმე განცხადებას:

ხათუნა ლაგაზიძე, პოლიტოლოგი: "ეს არის ხელისუფლების გამოცხადებული ომი საქართველოს წინააღმდეგ! ეს არის ის, რასაც ვერ ჩამოიბანთ!

აღიძრას სისხლის სამართლის საქმე სამშობლოს ღალატის მუხლით ორგანიზატორებზე! თანამდებობიდან გადადგომა ბაირამობაა." მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი: "ოცნების" მთავრობის და დეპუტატების კომენტარებიდან ისე გამოდის, ვითომ რუსი დეპუტატის პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჩაჯდომა არის მთავარი პრობლემა. მთავარი პრობლემა რუსეთთან სხვადასხვა ფორმატებში კეკლუცი, ეკონომიკურ და ჰუმნიტარულ თემებზე ვითომ მოლაპრაკება და რაღაც შუალედური პოზიციების დაჭერაა. ახლა, როცა ჩვენი ეკონომიკის დიდი ნაწილი ისევ რუსეთს მიება და ჩვენი ექსპორტის მთავარი მიმართულება ისევ რუსეთია, თუ ისევ ბლოკადას გამოგვიცხადბენ, ვინ აგებს პასუხს ამის შემდეგ შექმნილ პრობლემებზე? ამიტომ არ უნდა ეკეკლუცო ოკუპანტ ქვეყანას! ქვეყანა, რომელთანაც საომარი მდგომარეობა გაქვს, არ უნდა აქციო შენს მთავარ ეკონომიკურ პარტნიორად. შენ თავად არ უნდა ჩაუგდო ხელში დამატებითი იარაღი შენს წინააღმდეგ!"

თინა ხიდაშელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი: "ან რა უნდა თქვა ადამიანმა, ან სიბრაზე - აღშფოთება რა სიტყვებით გამოხატო ის გრძნობა რომ ასახოს რომელიც ეხლა ყველა ჩვენგანის გულსა და გონებაშია...

თუ ზაქარია იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს?

- იცოდნენ რომ ჩამოდიოდა.

- იცოდნენ რომ თავმჯდომარე იყო.

- იცოდნენ რომ წინა სხდომა მოსკოვში ოყო, სადაც დათომ დელეგაციაზე უარი უთხრათ.

- გუშინ ტაშფანდური რომ გაუმართეს მაშინაც არ იცოდნენ.

- მხოლოდ იმის არ სჯეროდათ, რომ პროტესტი ასეთი მკაფიო იქნებოდა და როგორც ყოველთვის შეეშინდათ და უტვინობების ლაპარაკი დაიწყეს.

უტვინობა კი ის არის რომ ყველა სიტყვა, რომელსაც ეხლა ამ პარტიის უფროსობა ამბობს, მხოლოდ იმის დასტურია, რომ ჯერ არ იციან და არ სჯერათ, რომ ხელისუფლებაში თავად არიან და შესაბამისად პასუხისმგებლებიც".

გია ხუხაშვილი, ექსპერტი: "იყო ასეთი რუსი ფეხბურთელი - გავრილოვი. რუსი კომენტატორები, ყიფიანი რომ დაეკნინებინათ, ამბობდნენ «Кипиани сыграл по Гавриловски». ახლა შეგვიძლია უკვე ჩვენ ვთქვათ - «Кобахидзе играет по Гавриловски» ლალი მოროშკინა, ჟურნალისტი: "მე, საქართველოზე უზომოდ შეყვარებულს, რუსული სისხლის მხოლოდ 25%-ის მატარებელს, ვაჩნაძეების და ყარყარაშვილების შთამომავალს, აგვისტოს დღეებში გვარის გამო გარკვეული დისკომფორტი მაქვს, მინდა მოვეფერო ჩემს ძაძებში შემოსილ შვილმკვდარ დებს, ვცდილობ არავინ გავაღიზიანო ჩემი რუსული 25%-ით, რომელიც ასევე ძალიან მიყვარს და რომელიც მთელი არსით ეწინააღმდეგება ოკუპაციას, თქვენ რაღა მოგივიდათ?

სიცხემ იცის თუ ჰიბრიდულმა ომმა?"

ნათია ფანჯიკიძე, ფსიქოლოგი: "საქმე გააკეთეს. რუსებს ძალაუფლების დემონსტრირების საშუალება მისცეს. სახელი დაერქვა ჩვენს აწმყოს და რუსებისთვის სასურველ მომავალს. ახლა ამ "თავნება და ურჩ ბიჭ კობახიძეს, აი, სულ თავის ნებაზე, უნებართვოდ რომ დატრაშუნობს", დავსჯით და დამშვიდდება მონათა სამფლობელო.

მაგრამ იმედი მაქვს, როგორც ყუბანეიშვილი იტყოდა, სამ მილიონ გველში სამასი არაგველი მაინც მოიძებნება, ვინც ეცდება, საკუთარ შვილებს მიწის ნაკუწი მაინც გადაურჩინოს, რომელსაც დამოუკიდებელი საქართველო ერქმევა"

იხილეთ ასევე: "უნდა ვმდგარიყავით ისე, რომ არ მოგვეშვა არცერთი პოლიტიკოსი. ხალხის პროტესტი გამოიყენეს სხვებმა" - რას წერენ სოცქსელში ადამიანები, ვინც გუშინ ქუჩაში საპროტესტოდ იდგნენ?