რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაშავდა "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი თორნიკე კოშკაძე - კვირის პალიტრა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაშავდა "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი თორნიკე კოშკაძე

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაშავდა "ინტერპრესნიუსის"კორესპონდენტი თორნიკე კოშკაძე. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ჟურნალისტს სახის არეში მოხვდა პოლიციისგან ნასროლი რეზინის ტყვია. დაშავებული ჟურნალისტი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაჰყვათ.

ამ დროისთვის კი რუსთაველზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია. პოლიცია პროტესტის მონაწილეების დაშლას წყლის ჭავლით, რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობს.

"ინტერპრესნიუსი"