"უნდა ვმდგარიყავით ისე, რომ არ მოგვეშვა არცერთი პოლიტიკოსი. ხალხის პროტესტი გამოიყენეს სხვებმა" - რას წერენ სოცქსელში ადამიანები, ვინც გუშინ ქუჩაში საპროტესტოდ იდგნენ?
"უნდა ვმდგარიყავით ისე, რომ არ მოგვეშვა არცერთი პოლიტიკოსი. ხალხის პროტესტი გამოიყენეს სხვებმა" - რას წერენ სოცქსელში ადამიანები, ვინც გუშინ ქუჩაში საპროტესტოდ იდგნენ?
ფოტო:ნინო სადღობელაშვილი, გურამ მეგრელიშვილი, ხატია ჯოხარიძე
რას წერენ ის ადამიანები სოციალურ ქსელში, ვინც 20 ივნისის აქციაზე იდგნენ, გთავაზობთ რამდენიმე "ფეისბუკსტატუსს":

ხატია ჯოხარიძე, აქციის მონაწილე:
"ჩემი და უმრავლესობის პროტესტი დაიწყო რუსი დელეგატის საქართველოში საპატიო დახვედრის გამო, გუშინ უამრავი ადამიანი უპარტიოდ ვიდექით, იმიტომ რომ ძალიან გვტკივა ჩვენი ქვეყნის ბედი, მაგრამ რა მივიღეთ?!

მე მქონდა და მაქვს კანონიერი და თან მართლა საფუძვლიანი პროტესტის გრძნობა, მაგრამ სანამ ეს ყოფილი და მოქმედი პარტიები არ დაანებებენ ერთ მდინარეში ორჯერ შესვლას თავს, არ ვაპირებ
ვინმემ თავის ხელის გასათბობად გამომიყენოს, ისედაც საკმარისზე მეტად "გამოყენებულს"!

P.S. სილურჯეებს ავიტან, მაგრამ უთვალოდ დარჩენილებმა რა ქნაან, სამშობლოს შევწირეთო? იმ სამშობლოს, რომელიც ისევ ბნელშია...“

ნინო სადღობელაშვილი, მწერალი, დრამატურგი:
"ეს შავი პარასკევის ღამე ამქვეყნად რაიმე სკამაოდ და თანამდებობად უღირს ვინმეს???

რამე გადაიწონება იმ დათხრილი თვალების და დაცხრილული
ზურგების წილ?

თანაბრად მოეთხოვოს პასუხი ამ ყველაფერზე ივანიშვილის მთავრობასაც და ამაზრზენ ოპოზიციასაც, ასე ერთად და ბედნიერად ისევ წყვდიადში რო ჩაგვხერგეს წუხელ, კაიხანს გამოუვალ უკუნში!

ეს ქოცნაცური სახადი რით ვერ მოიშორა ამ ქვეყანამ, ეს რა ჭირი დაგვემართა ასეთი გამოუვალი!

გავახარეთ მტერი. ახლა სხვა კინო ჩავურთოთ".

გურამ მეგრელიშვილი, მწერალი:
"5 საათზე მივედი პარლამენტთან. როგორც კი უკანა შესასვლელიდან წინა ფლანგზე გადაინაცვლა პროტესტმა, თვალში საცემი იყო ტრიბუნისა და მიმდებარე ფლანგის დაკავების ტაქტიკური მცდელობა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან.

განსხვავებულ აზრს ეგრევე ახშობდნენ და გვაჩოჩებდნენ, რამდენიმე მამალი ზონდერი ცდილობდა პროვოკაციას და ახალგაზრდები გაყარეს აქციიდან. აგინებდნენ ყველას, ვინც არ ეთანხმებოდა გამომსვლელ პოლიტიკოსებს - ვაშაძეს და სხვებს. ეს იყო წარმოუდგენელი რამე. იქ ვიდექი, ეპიცენტრში და ვნახე.

ყველა პოლიტიკური გემოვნების ადამიანს აქვს უფლებაც და ვალდებულებაც იდგნენ ამ აქციაზე, მაგრამ არა სიტუაციის მართვის. "კაა" მართავდა აქციის ტემპს, კარავთან იდგა და ანიშნებდა გზა გადაეკეტათ თუ ხალხი შეევიწროვებინათ. სირცხვილია.
კობახიძის გადადგომა კი არა, ნებისმიერის გადადგომა შეიძლება და უნდა მოვითხოვოთ, მაგრამ არა პოლიციელებზე გადავლით.
ის, რომ რუსს ვერ ავიტანთ პარლამენტში, არ ნიშნავს, რომ რუსეთის თამაშის წესებს მივიღებთ და კონსტიტუციის ფარგლებიდან გასვლას მოვაწერთ ხელს".

თამარ ლომიძე, მხატვარი:
"ვფიქრობ, უნდა ვმდგარიყავით გუშინ ისე, რომ არ მოგვეშვა არცერთი პოლიტიკოსი. ეს იყო ხალხის გამოხატული პროტესტი და გამოიყენეს სხვებმა... არადა, იქ მართლა როგორი გულანთებული ახალგაზრდები იდგნენ, შეურაცხყოფილი ადამიანები, ჩვენი გმირების დედები... დავიჯერო მათ მოსწონდათ იმ პოლიტიკოსების დანახვა? სხვა გზით წაიყვანეს ყველაფერი. იმ გზით, საითაც იმ ნაძირალა პოლიტიკოსებს აწყობდათ. კიდევ ერთხელ გაახარეს მტერი... თქვენ დაგედოთ იმ თვალდაკარგული ახალგაზრდების ცოდვა... რომ გადამდგარიყო კობახიძე და ყველა, ვინც ეს პროვოკაცია დაგეგმა, ავიცილებდით თავიდან ყველაფერს, მაგრამ. ჩვენ ხომ ვერაფერს გვასწავლის მწარე გამოცდილება, სამწუხაროდ... ვერც მიტინგის ორგანიზებას და ვერც მართვას... ეგრევე არასასურველი ადამიანების გავლენის ქვეშ ვექცევით..."


გიგა
23 ივნისი 2019 19:45
კიდევ ერთი სიბეცე. პოლიტიკოსების გარეშე საქმე არ კეთდება. მათ გარეშე უბრალოდ ორთქლის გამოშვება იქნება.

პოლიტიკოსებს უნდა მივცეთ შეკვეთა.
კკ
21 ივნისი 2019 16:22
სახელმწიფო არ გვექნება, სანამ მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ ვართ ველურები და ჩვენი ადგილი არ არის ევროპაში, არამედ ჯუნგლებში, უკანონობაში და რუსეთისნაირი კანონგარეშე ქვეყნებთან კავშირში. ეს იყო დიდი იმედგაცრუება და ოპოზიციას ძალიან გაუჭირდება ნდობის დაბრუნება
Gogita
21 ივნისი 2019 15:48
გარეთ ბნელაა ტო?რისი თქმა უნდათ?თუ არა ნაცები,სხვამ ვინ ატეხა რუსეთის დეპუტატის მისვლაზე რაიმე ფორიაქი?ყველას ფეხებზე არ გკიდიათ? სხვა ძალა.ვინ? დავითა მაღრაძე?თუ ბურჯანაძე?კუკავა თუ რაინდი ვასაძე?ვინ რის გამკეთებელია?გასაგებია რომ ნაცები არ მოგწონთ,მაგრამ დღავანდელი მოცემულობით სხვა ვინ მოაშორებს ამ მუწუკს საქართველოდან?ეხლა გავიგე რომ გადამდგარა კობახიძე და მერე რა?ვინმე რამეს ეკითხებოდა მას?ბახტაძეც რომ გაჰყვეს მას,რამე შეიცვლება?ხომ კარგად ვიცით რომ ამ ყველაფრის უკან მხოლოდ ბიძინიე დგას და მაინც ჯორებივით ვყიყინებთ-სხვა,მესამე,მეოთხე,მეხუთე და მეასე ძალაო,რადგა ბიძინას ნარატივი მაინც მოგვწონს-თუ არა მე ,მაშ ვინაო.ამოვიდა ყელში ამ ადგილობრივი მნიშვნელობის მხტვარ-მუსიკოსებისა და არტისტების ჭკუის დარიგება. მიხედეთ თქვენს საქმეს თუ ქვეყნისთვის არ გცალიათ .ეხლა ჭკუასელი და კახი კავსაძე გამოჩნდებიან თავისი ჭკუის დარიგებებით,რომ რუსეთი მაინც ერთმორწმუნე და დიდი მეზობელია და აბა სხვა სად უნდა ვიცეკვოთ და ვიმღეროთო?

რუბრიკის სხვა სიახლეები