ორგანიზატორებმა აქციის მონაწილეებს ხვალ, 19:00 საათზე შეკრებისკენ მოუწოდეს - კვირის პალიტრა

ორგანიზატორებმა აქციის მონაწილეებს ხვალ, 19:00 საათზე შეკრებისკენ მოუწოდეს

პარლამენტთან მიმდინარე აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, აქციის ოფიციალური ნაწილი და შესაბამისად, სიტყვით გამოსვლები დღეისთვის დასრულდა. მათი თქმით, ამ ფორმით მთელი ღამის განმავლობაში აქცია ვერ გაგრძელდება, რადგან საჭიროა კონსოლიდირებული, ორგანიზებული მოქმედება და ძალების დაზოგვა, რათა ყოველ მომდევნო დღეს, პარლამენტის შენობის წინ კიდევ უფრო მეტ ადამიანს შეეძლოს გამოსვლა

ორგანიზატორებმა აქციის მონაწილეებს ხვალ, 19:00 საათზე შეკრებისკენ მოუწოდეს. დემონსტრანტების ნაწილი მიკროფონის კვლავ ჩართვას ითხოვს, ნაწილი კი ნელ-ნელა ტოვებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას.

"ინტერპრესნიუსი"