რას პასუხობს მეუფე პეტრე დეკანოზ შალვა კეკელიას განცხადებას? - კვირის პალიტრა

რას პასუხობს მეუფე პეტრე დეკანოზ შალვა კეკელიას განცხადებას?

ცრუ და უპასუხისმგებლო ბრალდებებს არ ვუპასუხებ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ განუცხადა, როდესაც 20 ივნისის აქციის ღამეს, ქაშვეთის ეკლესიის დაკეტვასთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დეკანოზ შალვა კეკელიას კომენტარს გამოეხმაურა.

"20 ივნისის აქციის ნებისმიერი მონაწილე დაადასტურებს, რომ დარბევისას ქაშვეთის ტაძარს თავი ვერ შეაფარეს, ვინაიდან დაკეტილი იყო", - განაცხადა მეუფე პეტრემ.

შეგახსენებთ, დეკანოზი შალვა კეკელია მეუფე პეტრეს განცხადებას ეხმაურება და მას "ცრუ პეტრეს" და "პატრიარქის მოწინააღმდეგეს" უწოდებს.

"მეუფე პეტრე არის ცრუ, პატრიარქის მოწინააღმდეგე, ეკლესიაში შფოთის შემომტანი, "სიმართლის მანტიაში გახვეული" , ორპირი. მე თვითონ ვიყავი ქაშვეთის ეკლესიაში და წმიდა გიორგის ხატთან პარაკლისი გადავიხადე მომიტინგეებთან და პოლიციელებთან ერთად. 7 ნოემბერსაც და 26 მაისსაც ხალხის გვერდზე ვიყავი, ცრუ პეტრე სად იყო?", - წერს დეკანოზი შალვა კეკელია.

"ინტერპრესნიუსი"