აქციაზე დაშავებული პირი, რომელიც უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა, რეგიონალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს - კვირის პალიტრა

აქციაზე დაშავებული პირი, რომელიც უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა, რეგიონალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე დაშავებულებიდან ალადაშვილის კლინიკაში ამ დროისთვის 6 პაციენტი იმყოფება, რომლებიც სახლში დღეს გაეწერებიან. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ალადაშვილის კლინიკის კრიტიკული მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელმა, ლევან ბესელიამ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, მამაკაცი, რომელიც უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა, რეგიონალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს და მისი იდენტიფიცირება ამ დრომდე არ მომხდარა.

"ამ დროისთვის, სრულიად სტაბილური ვითარებაა. პაციენტი, რომელიც უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა და იდენტიფიცირებული არ იყო, გადაყვანილია რეგიონალურ ჰოსპიტალში. ჩვენთან შემოყვანილი 28 პაციენტიდან 6 რჩება, რომელთა მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია. დღეს ექვსივე მათგანი სახლში გაწერება", - განაცხადა ბესელიამ.

ცნობისთვის, 20 ივნისს, პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე მომხდარი დაპირიპირებისას 240 პირი დაშავდა, მათ შორისაა, 80 სამართალდამცველი. ნაწილი მათგანი სხვადასხვა კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას, ნაწილი კი, სახლში გაეწერა.

"ინტერპრესნიუსი"