"დიდი ხანია, პატრიარქს და წმინდა სინოდს ვთხოვ, განიხილოს სასულიერო პირების უპასუხისმგებლო და ცილისმწამებლური განცხადებები, მაგრამ ამაოდ" - კვირის პალიტრა

"დიდი ხანია, პატრიარქს და წმინდა სინოდს ვთხოვ, განიხილოს სასულიერო პირების უპასუხისმგებლო და ცილისმწამებლური განცხადებები, მაგრამ ამაოდ"

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე აცხადებს, რომ დღეს ეკლესიის დიდი პრობლემა საეკლესიო სასამართლოს არარსებობა და განუკითხაობაა. ამის შესახებ მეუფე პეტრემ "ინტერპრესნიუსს" სასულიერო პირების მიერ გაკეთებულ ცილისმწამებლურ განცხადებებთან დაკავშირებით განუცხადა.

"დიდი ხანია, პატრიარქს და წმინდა სინოდს ვთხოვ, განიხილოს სასულიერო პირების უპასუხისმგებლო და ცილისმწამებლური განცხადებები და დაისაჯონ ისინი კანონიკური სამართლით. მაგრამ ამაოდ. საეკლესიო სასამართლოს არარსებობა და განუკითხაობაა დღეს ეკლესიის დიდი პრობლემა", - განუცხადა მეუფე პეტრემ "ინტერპრესნიუსს".

შეგახსენებთ, დეკანოზი შალვა კეკელია 20 ივნისის აქციის დაშლისას ქაშვეთის ტაძრის დაკეტვასთან დაკავშირებით მეუფე პეტრეს განცხადებას გამოეხმაურა და მას "ცრუ პეტრე" და "პატრიარქის მოწინააღმდეგე" უწოდა.

"ინტერპრესნიუსი"