ნინო ქათამაძე დღეს მოსკოვში, ფესტივალზე იმღერებს - რას ამბობს მომღერალი? - კვირის პალიტრა

ნინო ქათამაძე დღეს მოსკოვში, ფესტივალზე იმღერებს - რას ამბობს მომღერალი?

ქართველი მუსიკოსი და მსოფლიოში პოპულარული შემსრულებელი ნინო ქათამაძე დღეს მოსკოვში, ყოველწლიურ მუსიკალურ ფესტივალ Усадьба ჟაზზ-ზე იმღერებს. ფესტივალი 22-23 ივნისს იმართება და პირველ დღეს მსმენელის წინაშე ქართველი მომღერალიც გამოვა.

ამის შესახებ ინფორმაცია როგორც ფესტივალის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე, ისე რუსულ მედიაში იძებნება.

"რია ნოვოსტი" წერს, რომ ფესტივალში რუს შემსრულებლებთან ერთად, ცნობილი მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის: The Black Eyed Peas (ამერიკულმა ჯგუფმა რამდენიმე დღის შეკვეთილში გამართა კონცერტი), როკ-ბენდი Сплин, ბრიტანელი ჯაზმუსიკოსი ჯეიმი კალუმი, ნინო ქათამაძე და სხვები.

კონცერტის შესახებ რუსულ მედიასთან The Black Eyed Peas-ის წევრებმა ისაუბრეს: "როცა ჩვენს საკონცერტო ტურნეში მოსკოვი დავინახეთ, აღვფრთოვანდით. ერთმანეთს შევხედეთ და ვთქვით: "ჩვენ იქ ვბრუნდებით!". მოსკოვში ყოველთვის კარგ დროს ვატარებთ, თქვენ, რუსებმა კარგად იცით როგორ გაერთოთ ბოლომდე. ფესტივალზე ჩვენც თქვენთან ერთად გავერთობით" გაგრძელება