"ბატონო გახარია გამართლება ვერ გიპოვეთ, ბოდიში არ გვიშველის" - რა განაცხადა ნანკა კალატოზიშვილმა აქციაზე? - კვირის პალიტრა

"ბატონო გახარია გამართლება ვერ გიპოვეთ, ბოდიში არ გვიშველის" - რა განაცხადა ნანკა კალატოზიშვილმა აქციაზე?

"პრინციპის ამბავია, აქ უნდა ვიდგეთ ბოლომდე იმიტომ, რომ სავრაუდოდ, ვიღაცეები გვეჯიბრებიან, დღეს ჰგონიათ, რომ ალბათ, ნაკლები ვართ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო ბევრი მოვა" - ამის შესახებ მსახიობმა ნანკა კალატოზიშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

"ყველაფერი გვახსოვს, არაფერი არ დაგვიწყებია, შეხსნება ნამდვილად არ გვჭირდება, მაგრამ სხვების შეცდომები მათ არ ამართლებს, არანაირი უფლებაა არ აქვს არცერთ მთავრობას ის, რაც სხვამ დააშავა, იგივე გააკეთოს. ჩვენ აქ ანტიოკუპაციური დამოკიდებულებით მოსული ადამიანები ვართ, რომლებსაც გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, გვიყვარს ერთმანეთი, ამის გამო, რეალურად ინადირეს ჩვენზე, არ ვიცი ამას სხვა რა უნდა ვუწოდო, ეს იყო ნადირობა. რეალობა ის არის, რომ 3 დღეა ველოდებით პასუხს და იმის თავიც არ აქვთ, რომ რაღაცა მაინც გვითხრან, ბატონო გახარია გამართლება ვერ გიპოვეთ, ბოდიში არ გვიშველის, უნდა გადადგეთ, სხვა გზა არ არის, ჩვენ აქ ვიდგებით ბოლომდე", - განაცხადა ნანკა კალატოზიშვილმა აქციაზე.

მანვე მიმართა ბერა ივანიშვილს: "ბერა შენ თუ რამის თავი გაქვს, პოსტები არ გიშველის, მოდი აქ და გააკეთე შენი საქმე".

იხილეთ ასევე: "ერთი გზააბნეული ქართველი პოლიტიკოსის შეცდომით დაიწყო და..." - რას წერს ბერა ივანიშვილი "ფეისბუკში"