აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისთან მივიდნენ - კვირის პალიტრა

აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისთან მივიდნენ

აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისთან მივიდნენ. აქციის მონაწილეები სკანდირებენ - "წადი!".

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.

ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან "ქართული ოცნების" ოფისთან მივიდნენ და საკუთარი მოთხოვნები გააჟღერეს.

"ჩვენ არ დავიღლებით, არ გავჩერდებით. ჩვენს უკან ჩვენი სამშობლოა," - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

აქციის მონაწილეები შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას და არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას მოითხოვენ. ისინი ასევე 20 ივნისს დაკავებულების გათავისუფლებას და მოძალადე პოლიციელების დასჯას ითხოვენ.