"მე იქ ბო­რო­ტი სული არ მი­ნა­ხავს, არც "ნა­ცის­ტე­ბის" ზე­ი­მი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლო აღარ არის..." - ნინო კასარაძე რობერტ სტურუას მიმართავს - კვირის პალიტრა

"მე იქ ბო­რო­ტი სული არ მი­ნა­ხავს, არც "ნა­ცის­ტე­ბის" ზე­ი­მი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლო აღარ არის..." - ნინო კასარაძე რობერტ სტურუას მიმართავს

მსახიობი ნინო კასრაძე, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს რობერტ სტურუას განცხადებას "ფეისბუკის" საშუალებით გამოეხმაურა.

სტურუამ ბოლოდროინდე მოვლენებთან დაკავშირებით "ფეისბუკის" პირად გვერდზე დაწერა: "ბოროტმა სულმა იმარჯვა... ნაცისტები ზეიმობენ: ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო აღარ არის!"

სწორედ ამ განცხადებას მიუძღვნა ნინო კასრაძემ პოსტით:

"ვინც მიცნობს, კარგად იცის, რომ არც სოციალურ ქსელში ვარ და არასოდეს არც ერთ თემაზე საჯაროდ კომენტარს არ ვაკეთებ... მაგრამ დღეს (ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების კონტექსტში) არაფრით არ შემიძლია გავჩერდე და ჩემი აზრი არ გამოვთქვა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას "ფეისბუკპოსტთან" დაკავშირებით... მესმის, რომ ყველას თავისი აზრი გააჩნია, მესმის, რომ აზრის გამოხატვის თავისუფლება უზენაესია, ჰოდა, ვსარგებლობ ამ უზენაესი უფლებით...

ბატონო რობერტ, გუშინ და გუშინწინ რუსთაველზე ახალგაზრდები იდგნენ, სტუდენტები, თინეიჯერები, ჩემი სალომეს და თქვენი ელენეს თანატოლები. ზუსტად ისინი, ვინც ხვალ ის ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოება უნდა დააკომპლექტოს, რომელზეც ყველა ვოცნებობთ. მეც ჩემს შვილებთან ვიდექი, აბა, მარტო ხომ არ დავტოვებდი, ანდა ხომ არ ვაიძულებდი სახლში დარჩენას?! ანდა რა უნდა მეთქვა, პროტესტი რატომ გაგიჩნდათ, მოგეჩვენათ ეს ყველაფერი-თქო?!

მე იქ ბოროტი სული არ მინახავს, არც ნაცისტების ზეიმი მინახავს, ზეიმი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო აღარ არის... პირიქით, ახალი საქართველო ახლა იბადება - უკომპრომისო, პატრიოტი და, სამწუხაროდ, ზოგი ცალთვალა...

25-წლიანი ურთიერთობის განმავლობაში, სიყვარულითა და აღტაცებით სავსე ურთიერთობის მანძილზე, პირველად გამიჩნდა გადაულახავი სურვილი გამოვთქვა პროტესტი. პროტესტი თქვენი პოზიციის მიმართ, რომ თითქოს "საქართველო აღარ არის", საქართველო იყო, არის და იქნება!!!!"