"9 წლის ვიყავი, საქართველოში რუსეთის ჯარი რომ შემოვიდა..." - რა უთხრა ინდიანაში ჩასულმა გოგა ბითაძემ ამერიკელებს რუსეთის ოკუპაციაზე? - კვირის პალიტრა

"9 წლის ვიყავი, საქართველოში რუსეთის ჯარი რომ შემოვიდა..." - რა უთხრა ინდიანაში ჩასულმა გოგა ბითაძემ ამერიკელებს რუსეთის ოკუპაციაზე?

ინდიანაპოლისში ჩასვლის შემდეგ გოგა ბითაძემ და გუნდის პრეზიდენტმა კევინ პრიტჩარდმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. პირველი სიტყვა, რა თქმა უნდა, გუნდის ხელმძღვანელს ერგო:

- ასეთი იოლი არასოდეს ყოფილა დრაფტზე კალათბურთელის არჩევა. ბითაძე ჩვენამდე რომ არავინ აიყვანა, ეს იყო გასაკვირი, თორემ, "ინდიანას" რიგი რომ მოვიდა, მასზე უკეთესს ვერევის ავირჩევდით. თამასები ნანახი მქონდა, მაგრამ მაინტერესებდა, რამდენად უყვარდა კალათბურთი, რამდენად გათვითცნობიერებული იყო ნიუანსებში. ვკითხე: რა იცი ჩვენს შესახებ-მეთქი. ერთი სიტყვით მიპასუხა - "გოალთენდინგი". მას ახსოვდა, როგორ არ ჩაუთვალეს ბურთი ოლადიპოს "კლივლენდთან" გადამწყვეტ საპლეიოფო მატჩში. დავრწმუნდი - ამ ბიჭს უყვარს კალათბურთი.

ჟურნალისტებმა გოგას "ინდიანას" შესახებ აზრის გამოთქმა სთხოვეს.

- გასულ სეზონში ძალიან შეკრული გუნდი იყო, მოედანზევე ჩანდა, რომ კალათბურთელები ერთ ოჯახად ცხოვრობენ. ეს ინდიანაში ჩამოსვლის შემდეგაც ვიგრძენი. ძალიან თბილად მიმიღეს. შარშანწინ კი "კლივლენდთან" პლეი ოფში ძალიან კარგად ითამაშა, მახსოვს სერიის მეხუთე მატჩისას როგორ არ ჩათვალეს მსაჯებმა ოლადიპოს ორქულიანი, ბურთი ფარს მოხვდა, ვიდრე ლებრონ ჯეიმსი შეეხებოდა. ის ბურთი რომ ჩათვლილიყო, "ინდიანა" 3:2 დაწინაურდებოდა და...

ერთ-ერთი ჟურნალისტი საქართველოში არსებული მდგომარეობით მეტად დაინტერესდა...

- 9 წლისა ვიყავი, საქართველოში რუსეთის ჯარი რომ შემოვიდა. ომი იყო. მას ჩვენი ქვეყანნის ნაწილი ოკუპირებული აქვს. ასეთ დროს, მოგეხსენებათ, ცხოვრებაც მძიმდება. თუმცა საქართველო პატარა ქვეყანაა და გაჭირვებამ ხალხი ერთმანეთთან კიდევ უფრო დააახლოვა. იხილეთ სრულად