"ბავშვობიდან მაიკოს თვალებს იფიცებდა მამამისი... მან თვალი გაიღო იმისათვის, რომ ჩვენ აგვეხილოს"
"ბავშვობიდან მაიკოს თვალებს იფიცებდა მამამისი... მან თვალი გაიღო იმისათვის, რომ ჩვენ აგვეხილოს"
20 ივნისის აქციის დარბევისას 18 წლის სტუდენტმა, მაიკო გომურმა თვალი დაკარგა. მოძღვარი მამა დავით ოქრუაშვილი, რომლის სულიერი შვილიც არის მაიკო, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მსხვერპლი ყოველთვის უდანაშაულოა!
მან თვალი გაიღო იმისათვის, რომ ჩვენ აგვეხილოს...
ნება ჩვენზეა...

თქვენ, ვინც არგუმენტებს ასახელებთ და ძალადობას ამართლებთ, თვალებში ჩახედეთ თქვენს შვილებს, ისინი გევედრებიან, რომ შეწვიტოთ ზიზღი!

"არ დავეძებ თვალს, მამა დავით, ოღონდ რაღაც შეიცვალოს", - ეს თვენი შვილების პასუხიცაა!

შვილები, რომლებსაც
მტრობისა და ქიშპის მეტი არაფერი ვაყურებინეთ!

სპეცრაზელები ჩვენს გვერდითაც ყოფილან, სოციალური ქსელი რომ გაუხდიათ ამბიონად და ხმალამოღებულები "ქადაგებენ", თითქოს მათმა ცხოვრების წესმა და აზროვნებამ ქვეყანას რაიმე სიკეთე მოუტანა!

ამ თემაზე აღარაფერს ვიტყვი, მე დავასრულე...

ბავშვობიდან მაიკოს თვალებს იფიცებდა მამამისი... გაუცნობიერებლად მშობელი ყოველთვის გრძნობს შვილის მომავალს...

თვალებში ჩახედეთ თქვენს შვილებს, სანამ ჯერ კიდევ სიყვარულია მათში, სანამ სიძულვილით თვალებს დავთხრით და დავიმსგავსებთ...




მკითხველის კომენტარი (6)
მარი
24 ივნისი 2019 11:30
მაიკო, ძალიან განვიცდი და სიტყვებით ვერ გადმოვცემ, თუ როგორ მტკივნეულია რაც დღეს საქართველოში ხდება! მტკივა ყველა ჩემი ქვეყნის პატრიოტის ტკივილი,ამასთანავე ვამაყობ თქვენით! თქვენ ხართ საქართველოს მომავალი. განვიცდი, რომ შორს ვარ საქართველოდან და არ შემიძლია ვიდგე თქვენს გვერდით. სამწუხაროდ ზუსტად შენს ასაკში მეც მიწევდა მანდ დგომა მის შემდეგ 20 წელზე მეტი გავიდა:(
ყველა ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძვის გმირია!
მადლობა პირადად შენ, პატარა დიდი გულის მქონე ანგელოზო
გიული გოგოლი
24 ივნისი 2019 11:16
ჩვენ ყველას გვყავს შვილები და ყველანი მარო მის თვალს კი არა, სიცოცხლესაც ვიფიცებთ და მზადა ვართ ამისთვის საკუთარი სიცოცხხლე გავიღოთ. დიდად სამწუხარო ფაქტია, დასაფიქრებელი, დასაგმობი,... სამწუხაროდ, ახალგაზრდები ვერ აცნობიერებენ ყოველ ქმედებაზე მოსალოდნელ შედეგს... ისინი, ვინც დამიზნებით ესროდა, უნდა გამოვლინდნენ და დაისაჯონ, მეორე მხრივ კი უნდა დაისაჯონ ის უპასუხისმგებლო, მე ვიტყოდი ვაი პოლიტიკოსები, ვინც მოიფიქრა და ბრძანება გასცა მომიტინგეების პარლამენტის შენობაში შეჭრაზე... მანამდე, ყველა ვხედავდით, რომ პოლიცია იდგა იქ სადაც ნაბრძანები ჰქონდა და არ ეხებოდა მომიტინგეებს.
თამარა!!!!!
24 ივნისი 2019 10:59
ღმერთმა სულ ბედნიერი და გახარებული გამყოფოს საყვარელო ადამიანო!!!!!!! აი პატრიოტი!!!!!! თქვენი იმედი მაქვს ახალგაზრდებო!!!!! თქვენი სისუფთავე და ნათელი გონება გადაარჩენს ამ ქვეყანას!!!!!! ხოლო ქართველი ხალხის გამყიდველებს და ძალადობის გამპრავებლებს ყველა მთავრობის პერიოდში, გეშინოდეთ ღვთის რისხვის!!!!!!!!!!!
ლალი
24 ივნისი 2019 01:39
უკომენტაროდ!.. მწუხარება იმდენად ძლიერია, სიტყვები, უბრალოდ, უძლურია... ღმერთმა განსაჯოს... ის უკეთ ხედავს.
ანასტასია მჟავანაძე
24 ივნისი 2019 01:04
რატომ ნაციონალებს არ მოხვდა ის ტყვია ეს ბავშვები რომ სასაკლაოზე მიიყვანეს რა ხდება რატომ აჟიტირებენ ბავშვებს ? ქოც ნაცების ერთად შეთანხმებული ჯალათები?!
ხელი გაუხმეს იმ პოლიციელს დამიზნებით რომ ესროდა ანგელოზივით ბავშვებს
თვალები ქონდეს და ისე აიჭრეს ბნელად ეჩვენებოდეს ყველაფერი იმ სადისტს
შორენა
23 ივნისი 2019 22:37
შემძრა!

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?