"ბავშვობიდან მაიკოს თვალებს იფიცებდა მამამისი... მან თვალი გაიღო იმისათვის, რომ ჩვენ აგვეხილოს" - კვირის პალიტრა

"ბავშვობიდან მაიკოს თვალებს იფიცებდა მამამისი... მან თვალი გაიღო იმისათვის, რომ ჩვენ აგვეხილოს"

20 ივნისის აქციის დარბევისას 18 წლის სტუდენტმა, მაიკო გომურმა თვალი დაკარგა. მოძღვარი მამა დავით ოქრუაშვილი, რომლის სულიერი შვილიც არის მაიკო, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მსხვერპლი ყოველთვის უდანაშაულოა!

მან თვალი გაიღო იმისათვის, რომ ჩვენ აგვეხილოს...

ნება ჩვენზეა...

თქვენ, ვინც არგუმენტებს ასახელებთ და ძალადობას ამართლებთ, თვალებში ჩახედეთ თქვენს შვილებს, ისინი გევედრებიან, რომ შეწვიტოთ ზიზღი!

"არ დავეძებ თვალს, მამა დავით, ოღონდ რაღაც შეიცვალოს", - ეს თვენი შვილების პასუხიცაა!

შვილები, რომლებსაც მტრობისა და ქიშპის მეტი არაფერი ვაყურებინეთ!

სპეცრაზელები ჩვენს გვერდითაც ყოფილან, სოციალური ქსელი რომ გაუხდიათ ამბიონად და ხმალამოღებულები "ქადაგებენ", თითქოს მათმა ცხოვრების წესმა და აზროვნებამ ქვეყანას რაიმე სიკეთე მოუტანა!

ამ თემაზე აღარაფერს ვიტყვი, მე დავასრულე...

ბავშვობიდან მაიკოს თვალებს იფიცებდა მამამისი... გაუცნობიერებლად მშობელი ყოველთვის გრძნობს შვილის მომავალს...

თვალებში ჩახედეთ თქვენს შვილებს, სანამ ჯერ კიდევ სიყვარულია მათში, სანამ სიძულვილით თვალებს დავთხრით და დავიმსგავსებთ...