"იმდენი გეგმა და ოცნება ჰქონდა, სახლს აშენებდნენ, მარიამი ყველა წვრილმანში იყო ჩართული" - მორიგ ავარიას დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

"იმდენი გეგმა და ოცნება ჰქონდა, სახლს აშენებდნენ, მარიამი ყველა წვრილმანში იყო ჩართული" - მორიგ ავარიას დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა

22 ივნისს ტარგედია დატრიალდა ავჭალაში, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევას დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა მსუბუქ ავტომობილში მყოფი მაია ყველიაშვილი, მისი მეუღლე და 6 წლის შვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ბიჭუნას გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ახლობლები მომხდარით შეძრწუნებულები არიან. მაია პედაგოგი გახლდათ და გლდანის ერთ-ერთ სკოლაში მუშაობდა. ახალგაზრდა ოჯახი, რომელშიც სამი შვილი იზრდებოდა, ახალმოსახლეობისთვის ემზადებოდა, თუმცა მათი ბედნიერება ტარგედიამ შეწყვიტა.

"დაუჯერებელია, რომ თბილი და უსაყვარლესი მარი აღარ არის, აღარ არის მისი ვარსკვლავბიჭუნა - ხალისიანი და უთბილესი დემეტრე, რატომ უნდა მომხდარიყო ასეთი საშინელება, არ ვიცი. ლაპარაკიც კი მიჭირს, იმდენი გეგმა და ოცნება ჰქონდა, სახლს აშენებდნენ, მარიამი ყველა წვრილმანში იყო ჩართული, ერთი სული ჰქონდა, როდის დასრულდებოდა მშენებლობა და მოიწყობდა თავის ბუდეს. დიდი უსამართლობაა, რაც მოხდა..." - გვითხრა გარდაცვლილის ერთ-ერთმა ახლობელმა.