"იმდენი გეგმა და ოცნება ჰქონდა, სახლს აშენებდნენ, მარიამი ყველა წვრილმანში იყო ჩართული" - მორიგ ავარიას დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა
"იმდენი გეგმა და ოცნება ჰქონდა, სახლს აშენებდნენ, მარიამი ყველა წვრილმანში იყო ჩართული" - მორიგ ავარიას დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა
22 ივნისს ტარგედია დატრიალდა ავჭალაში, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევას დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა მსუბუქ ავტომობილში მყოფი მაია ყველიაშვილი, მისი მეუღლე და 6 წლის შვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ბიჭუნას გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ახლობლები მომხდარით შეძრწუნებულები არიან. მაია პედაგოგი გახლდათ და გლდანის ერთ-ერთ სკოლაში მუშაობდა. ახალგაზრ
და ოჯახი, რომელშიც სამი შვილი იზრდებოდა, ახალმოსახლეობისთვის ემზადებოდა, თუმცა მათი ბედნიერება ტარგედიამ შეწყვიტა.

"დაუჯერებელია, რომ თბილი და უსაყვარლესი მარი აღარ არის, აღარ არის მისი ვარსკვლავბიჭუნა - ხალისიანი და უთბილესი დემეტრე, რატომ უნდა მომხდარიყო ასეთი საშინელება, არ ვიცი. ლაპარაკიც კი მიჭირს, იმდენი გეგმა და ოცნება ჰქონდა, სახლს აშენებდნენ, მარიამი ყველა წვრილმანში იყო ჩართული, ერთი სული ჰქონდა, როდის დასრულდებოდა მშენებლობა და მოიწყობდა თავის
ბუდეს. დიდი უსამართლობაა, რაც მოხდა..." - გვითხრა გარდაცვლილის ერთ-ერთმა ახლობელმა. 


Nia
16 ივლისი 2019 18:00
Xma miacvdinet ra sagzao policias umzimesi mdgomareobaa am gzaze. Iqneb jurnalistebi dagvexmaron!
თამუნა
29 ივნისი 2019 13:52
ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახს.მეც ამ გზაზე ვცხოვრობ და ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ამ გზაზე უკონტროლო მოძრაობამ.იქნებ მოგვაქციოს ვინმემ ყურადღება,უამრავი ბავშვი მოძრაობს გზაზე ყოველდღიურად.ბევრჯერ შევიტანეთ განცხადება საგზაო დეპარტამენტში,მაგრამ დღემდე არაფერი გაუკეთებიათ მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის.
...
25 ივნისი 2019 09:15
აი ეს არის ტრაგედია!ვიზიარებ მწუხარებას.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები