როგორ გამოეხმაურა ფიფა-ს ექს-ვიცეპრეზიდენტი კოლოსკოვი ქართული გუნდების ანტირუსულ ბანერებს - კვირის პალიტრა

როგორ გამოეხმაურა ფიფა-ს ექს-ვიცეპრეზიდენტი კოლოსკოვი ქართული გუნდების ანტირუსულ ბანერებს

ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, როდესაც საქართველოს დაცვის სურვილსა და სიყვარულს რუსული მედია ანტირუსულ ქმედებას უწოდებს.

ეროვნული ლიგის მე-19 ტურში გუნდები გამოვიდნენ მაისურებით, სადაც საქართველო იყო გამოსახული და ეწერა - "მახსოვს, რომ საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია".

ამ ფაქტის გამო, ცნობილია, რომ 21 ივნისს კი რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსეთსა და საქართველოს შორის ავიარეისები შეჩერდა. რუსულ მედიაშიც ნამდვილი ისტერია ატყდა, მომხდარს რუსულმა გამოცემამ, "სპორტ-ექსპრესმა" წერილი მიუძღვნა.

"საქართველოს კლუბების ფეხბურთელები მატჩებზე ანტირუსული ლოზუნგებით გავიდნენ. როგორ დაიწყო ეს? 20 ივნისს კონფლიქტი მოხდა რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატისა და მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ სერგეი გავრილოვსა და საქართველოს პარლამენტის წევრების მონაწილეობით. გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე იჯდა, რამაც რიგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა უკმაყოფილება გამოიწვია. ამის შემდეგ ქვეყანაში დემონსტრაციები დაიწყო. 21 ივნისს კი (რუსეთის პრეზიდენტის მიერ) ხელი მოეწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსეთსა და საქართველოს შორის სამგზავრო რეისები შეჩერდა. საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატის მე-19 ტურის რამდენიმე ქართული კლუბის ფეხბურთელები მოედანზე გავიდნენ მაისურებით, სადაც ანტირუსული ლოზუნგები იყო. ქუთაისის "ტორპედოს" მოთამაშეები წყალტუბოში 26 მაისის სახელობის სტადიონზე მოედანზე გამოჩნდნენ შავი მაისურებით, სადაც იყო წარწერა, ამტკიცებდნენ, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი აქვს ოკუპირებული. ასეთივცე მაისურებით გავიდნენ მოედანზე "რუსთავის" და თბილისის "ლოკომოტივის" ფეხბურთელები" - წერს "სპორტ-ექსპერესი".

აქვე ვიტყვით, რომ ანტისაოკუპაციო აქციას ეროვნული ლიგის ყველა გუნდი შეუერთდა და არა მხოლოდ 4 გუნდი, როგორც ამას რუსული მედია ამტკიცებს. გაგრძელება