"ვი­ღა­ცამ და­უ­ძა­ხა მობ­რუნ­დიო და რო­გორც კი მობ­რუ­ნე­ბუ­ლა, ჩა­ძი­რუ­ლა" - ვინ იყო ხობში გარდაცვლილი 15 წლის მოზარდი - კვირის პალიტრა

"ვი­ღა­ცამ და­უ­ძა­ხა მობ­რუნ­დიო და რო­გორც კი მობ­რუ­ნე­ბუ­ლა, ჩა­ძი­რუ­ლა" - ვინ იყო ხობში გარდაცვლილი 15 წლის მოზარდი

15 წლის მოზარდი, რომელიც მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგის მკვიდრია. იგი იმავე სოფლის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე იყო. სკოლის დირექტორის გულნარა ტაბაღუას თქმით, ის ძალიან წესიერი და შრომისმოყვარე ბავშვი იყო. ამბობს, რომ მთელ სოფელს მასზე გული შესტკივა.

"გიორგი ძალიან კარგად აღზრდილი ბავშვი იყო, წესიერი, შრომისმოყვარე. მისი განაწყენებული არცერთი მასწავლებელი და, მითუმეტეს, მოსწავლე არ მახსენდება. ძალიან ლამაზი, სხარტი ბავშვი იყო, ოჯახში დედ-მამის გვერდით მდგომი და საქმის მკეთებელი. ამბობენ, რომ საბანაოდ წასულა, შუა მდინარემდე გაცურა, ვიღაცამ დაუძახა მობრუნდიო და როგორც კი მობრუნებულა, ჩაძირულა, გულმა უმტყუნაო, სხვა დეტალები ჩემთვის უცნობია. გაგრძელება