"კად­რე­ბში ჩანს და­თოს რო­გორ ეს­ვრი­ან ტყვი­ებს. დგას უბ­რა­ლოდ, ცა­რი­ე­ლი ხე­ლე­ბით და ეს­ვრი­ან შუბ­ლში" - ვინ არის 31 წლის მამაკაცი, რომელიც აქციის დარბევის შემდეგ კომაშია
"კად­რე­ბში ჩანს და­თოს რო­გორ ეს­ვრი­ან ტყვი­ებს. დგას უბ­რა­ლოდ, ცა­რი­ე­ლი ხე­ლე­ბით და ეს­ვრი­ან შუბ­ლში" - ვინ არის 31 წლის მამაკაცი, რომელიც აქციის დარბევის შემდეგ კომაშია
20 ივ­ნი­სის აქ­ცი­ის დაშ­ლის დროს და­შა­ვე­ბუ­ლი 19 ადა­მი­ა­ნი კვლავ სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში რჩე­ბა.

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ორის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა და ორი­ვე მარ­თვით სუნ­თქვა­ზეა. AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ შო­რის ერთ-ერ­თია 31 წლის ფლო­რის­ტი და­ვით ფა­რა­დაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც უმ­ძი­მე­სი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით შე­იყ­ვა­ნეს კლი­ნი­კა­ში და ამ დრომ­დე მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბა. ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაცს პლასტმას-კა­უ­ჩუ­კის ტყვია სა­ფეთ­ქელ­თან მოხ­ვდა, რა­მაც თა­ვის ტვი­ნის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია.

და­ვით ფა­რა­დაშ­ვი­ლის დის თქმით, და­შა­ვე­ბულს ორი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, თუმ­ცა მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ბა უფრო დამ­ძიმ­და.
თა­მარ ფა­რა­დაშ­ვილ­მა AMBEBI.GE-ს უთხრა, რომ დღეს სპე­ცი­ა­ლუ­რი მოწ­ვე­ვით სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოვ­ლენ უცხო­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, მო­ე­წყო­ბა კონ­სი­ლი­უ­მი, სა­დაც გა­და­წყდე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­უ­ტა­რე­ბენ ოპე­რა­ცი­ას, თუ სა­ზღვარ­გა­რეთ გა­და­იყ­ვა­ნენ.

"შუბ­ლში აქვს ნას­რო­ლი, სა­ფეთ­ქე­ლის ზე­მოთ, რა­მაც და­უმ­სხვრია ძვლე­ბი, გა­მო­იწ­ვია ტვინ­ზე სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი და უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა. თა­ვი­დან ალა­დაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნა სას­წრა­ფომ, იქ ჩა­უ­ტარ­და ოპე­რა­ცია თავ­ზე,
მაგ­რამ შე­დე­გი არ გა­მო­ი­ღო, უფრო დამ­ძიმ­და მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. მერე გა­და­იყ­ვა­ნეს ლე­ჩკომ­ბი­ნატ­ში, სა­დაც ჩა­უ­ტარ­და მე­ო­რე ოპე­რა­ცია, მაგ­რამ იქაც გარ­თულ­და მდგო­მა­რე­ო­ბა.

ახლა არის კო­მა­ში, მარ­თვით სუნ­თქვა­ზე. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინი­ცი­ა­ტი­ვით ჩა­მო­ყავთ უცხო­ე­თი­დან ექი­მე­ბი, შე­იკ­რი­ბე­ბა კონ­სი­ლი­უ­მი და გა­და­წყდე­ბა, აქ ჩა­უ­ტა­რე­ბენ ოპე­რა­ცი­ას თუ გა­და­იყ­ვა­ნენ სა­ზღვარ­გა­რეთ. უკვე ჩა­მო­სუ­ლი არი­ან თურ­ქი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, ვე­ლო­დე­ბით ექი­მებს ის­რა­ე­ლი­დან და დღეს გა­და­წყდე­ბა, რა იქ­ნე­ბა", - აღ­ნიშ­ნა თა­მარ ფა­რა­დაშ­ვილ­მა AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში. გაგრძელება


03 ივლისი 2019 09:13
უფალმა გაგაძლიეროს და დაგეხმაროს გამოჯანმრთელევაში!!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?