"კად­რე­ბში ჩანს და­თოს რო­გორ ეს­ვრი­ან ტყვი­ებს. დგას უბ­რა­ლოდ, ცა­რი­ე­ლი ხე­ლე­ბით და ეს­ვრი­ან შუბ­ლში" - ვინ არის 31 წლის მამაკაცი, რომელიც აქციის დარბევის შემდეგ კომაშია - კვირის პალიტრა

"კად­რე­ბში ჩანს და­თოს რო­გორ ეს­ვრი­ან ტყვი­ებს. დგას უბ­რა­ლოდ, ცა­რი­ე­ლი ხე­ლე­ბით და ეს­ვრი­ან შუბ­ლში" - ვინ არის 31 წლის მამაკაცი, რომელიც აქციის დარბევის შემდეგ კომაშია

20 ივნისის აქციის დაშლის დროს დაშავებული 19 ადამიანი კვლავ საავადმყოფოებში რჩება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და ორივე მართვით სუნთქვაზეა. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, მათ შორის ერთ-ერთია 31 წლის ფლორისტი დავით ფარადაშვილი, რომელიც უმძიმესი დაზიანებებით შეიყვანეს კლინიკაში და ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ახალგაზრდა მამაკაცს პლასტმას-კაუჩუკის ტყვია საფეთქელთან მოხვდა, რამაც თავის ტვინის მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დავით ფარადაშვილის დის თქმით, დაშავებულს ორი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარება უფრო დამძიმდა. თამარ ფარადაშვილმა AMBEBI.GE-ს უთხრა, რომ დღეს სპეციალური მოწვევით საქართველოში ჩამოვლენ უცხოელი სპეციალისტები, მოეწყობა კონსილიუმი, სადაც გადაწყდება, საქართველოში ჩაუტარებენ ოპერაციას, თუ საზღვარგარეთ გადაიყვანენ.

"შუბლში აქვს ნასროლი, საფეთქელის ზემოთ, რამაც დაუმსხვრია ძვლები, გამოიწვია ტვინზე სისხლჩაქცევები და უმძიმესი მდგომარეობა. თავიდან ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანა სასწრაფომ, იქ ჩაუტარდა ოპერაცია თავზე, მაგრამ შედეგი არ გამოიღო, უფრო დამძიმდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მერე გადაიყვანეს ლეჩკომბინატში, სადაც ჩაუტარდა მეორე ოპერაცია, მაგრამ იქაც გართულდა მდგომარეობა.

ახლა არის კომაში, მართვით სუნთქვაზე. ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით ჩამოყავთ უცხოეთიდან ექიმები, შეიკრიბება კონსილიუმი და გადაწყდება, აქ ჩაუტარებენ ოპერაციას თუ გადაიყვანენ საზღვარგარეთ. უკვე ჩამოსული არიან თურქი სპეციალისტები, ველოდებით ექიმებს ისრაელიდან და დღეს გადაწყდება, რა იქნება", - აღნიშნა თამარ ფარადაშვილმა AMBEBI.GE-სთან საუბარში. გაგრძელება

იხილეთ: აქციის დარბევის დროს მძიმედ დაშავებული დავით ფარადაშვილი კომიდან გამოვიდა