როგორი ამინდი იქნება საქართველოში 24-27 ივნისს - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 24-27 ივნისს

28 ივნისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა-ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს დაბლობში +28,+33 გრადუსია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში 24-26 ივნისს +33, +38 გრადუსი იქნება, 27 ივნისიდან ტემპერატურა 4-5 გრადუსით დაიკლებს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა აღინიშნოს ხანმოკლე წვიმა-ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 24-26 ივნისსს +35, +37 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 27 ივნისიდან შედარებით აგრილდება.

"ინტერპრესნიუსი"