"გახარია გიხარია?" - აქციის მონაწილეები კახეთის გზატკეცილზე მდებარე შსს-ს შენობასთან მივიდნენ - კვირის პალიტრა

"გახარია გიხარია?" - აქციის მონაწილეები კახეთის გზატკეცილზე მდებარე შსს-ს შენობასთან მივიდნენ

ავტოკოლონამ, რომლის მსვლელობის მონაწილეები შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ კახეთის გზატკეცილზე მდებარე შსს-ს შენობასთან გადაინაცვლა.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ - "წადი".

აქციის მონაწილეებმა შსს-თან განთავსებულ შუშის ღობეზე სტიკერები გააკრეს, რომელზეც 21 ივნისს სპეცრაზმის მიერ გამოყენებული ტყვიებია გამოსახული და ასევე არის წარწერები: "ბოდიში?!" და "გახარია გიხარია?".

"ინტერპრესნიუსი"