"ნარკოზიდან რომ გამოვედი დამხვდა უამრავი შეტყობინება..." - გოგონას პირველი კომენტარი, რომელმაც თვალისჩინი დაკარგა
"ნარკოზიდან რომ გამოვედი დამხვდა უამრავი შეტყობინება..." - გოგონას პირველი კომენტარი, რომელმაც თვალისჩინი დაკარგა
საავადმყოფოდან გაწერის დროს, გოგონამ, რომელმაც რუსთაველის წინ მიმდინარე აქციის ღამეს თვალი დაკარგა, პირველ კომენტარი გააკეთა:

"ახლა ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, იმიტომ, რომ გამოვედი საავადმყოფოდან და შემიძლია წავიდე სახლში. პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ექიმებს, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობდნენ იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად დამთავრებულიყო და ჩემს პატარა თვალუკას წარმატებისთვის მიეღწია. რაღაც ეტაპზე კარგი მდგომარება გვაქვს ახლა. ველოდებით მკურნალობის შედეგეს. მოკლედ, ყველაფერი არის ძალიან კარგად... ჩემს თანატოლებს მივმართავ. ნარკოზიდან რომ გამოვედი, დამხვდა
უამრავი შეტყობინება... არ ვიცი, მადლობა საიდან დავიწყო. მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო. ახლა რაც ძალა მაქვს, ეს იმ ადამიანების დამსახურებაა. რომ არა ისინი, მეც არ ვიქნებიდი ასე... ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ რაღაცების წინააღმდეგ და რაღაცების მისაღწევად... ძალიან რთულია იმ მძიმე ღამის გახსენება ჩემთვის... არასოდეს ამოვა
ჩემი გონებიდან ის წამი, როცა ტყვია მომხვდა...", - განაცხადა მაკო გომურმა.


ექიმი
25 ივნისი 2019 10:10
ნარკოზიდან გამოსულს სიმშვიდი გჭირდებოდა და არა სმს - ების დათვალიერება.
მოწმე
25 ივნისი 2019 10:08
იქ ისეთი სასაკლაო იყო თვალი კი არა სიცოცხლე როგორ არ დაკარგეს, მოსახლეობა ხალხსაც ურტყამდა და პოლიციელებსაც თანაც რკინებს და გატეხილ ბოთლებს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები