რა პრობლემები შეუქმნა ძლიერმა წვიმამ და ქარმა დედაქალაქს?
24-06-2019
რა პრობლემები შეუქმნა ძლიერმა წვიმამ და ქარმა დედაქალაქს?
ძლიერმა წვიმამ და ქარმა თბილისში პრობლემები შექმნა. მთაწმინდა-კრწანისისა და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონებში, რამდენიმე ქუჩაზე ხე მანქანებს დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა რამდენიმე მანქანა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ამ დროისთვის შესული შეტყობინებები ძირითადად უკავშირდება როგორც ხის წაქცევას, ასევე სახურავის გადახდას და დატბორვას.

"ამ, დროისთვის შემოსულია რამდენიმე შეტყობინება. ძირითადად მთაწმინდა-კრწანისი, დიდუბე-ჩუღურეთის ტერიტორიაზე. შეტყობინების უმრავლესობა ხის წაქცევას უაკვშირდება, ასევე, სახურავის ახდას და დატბორვას. მთაწმინდა-კრწანისის და დიდუბე-უღუირეთში ფიქსირდება ხის წაქცება,
რამაც რამდენიმე მანქანა დააზიანა, თუმცა დაშავებული არავინაა", - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საქმეზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საქმეზე?