"ვემიჯნები რობერტ სტურუას მოსაზრებას..." - რას ამბობს ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე გია ყანჩელი? - კვირის პალიტრა

"ვემიჯნები რობერტ სტურუას მოსაზრებას..." - რას ამბობს ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე გია ყანჩელი?

კომპოზიტორი გია ყანჩელი ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით რეჟისორ რობერტ სტურუას მოსაზრებას ემიჯნება. მისი თქმით, არ იზიარებს პოზიციას, რომ "საქართველო დამთავრდა, ვინაიდან საქართველოს ფეხზე წამოდგომა ისევ დაიწყო".

"მინდა გავემიჯნო იმ ადამიანის მოსაზრებას, რომელთანაც მთელი ჩემი პროფესიული ცხოვრება გავატარე. ბატონი რობერტ სტურუას აზრით, საქართველო დამთავრდა. მე არ ვიზიარებ ამ მოსაზრებას, ვინაიდან საქართველოს ფეხზე წამოდგომა ისევ დაიწყო. მინდა ასევე გავემინჯო სასულიერო და სამოქალაქო პირების იმ ნაწილს, რომლებიც საზოგადოებას ურთიერპატივისცემის ნაცვლად ურთიერთდაპირისპირებისკენ მოუწოდებენ.

ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ არა მე დღეს ახალგაზრდების გვერდით ვიდგებოდი. ჩემი უდიდესი სურვილია, მოვესწრო მართვის მრავალპარტიულ სისტემას და ისეთ მთავრობას, რომელიც სხვადასხვა პარტიებისა და რაც მთავარია, უპარტიო პოლიტიკოსებით დაკომპლექტდება" - აღნიშნა ყანჩელმა ტელეკომპანია "პირველთან" საუბრისას.