რიყეზე დაშავებული ტურისტი საავადმყოფოში გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

რიყეზე დაშავებული ტურისტი საავადმყოფოში გარდაიცვალა

ერთ-ერთი ტურისტი, რომელიც მეტეხის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან სიმაღლიდან გადავარდა, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ინგოროყვას კლინიკაში განუცხადეს, დაშავებული დაახლოებით 21:00 საათისთვის გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ რიყეზე სამი ტურისტი სიმაღლიდან გადავარდა. ერთი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ. ამ დროისთვის მესამე დაშავებულს კლინიკა "ამტელ-ჰოსპიტალში" უტარდება შესაბამისი მკურნალობა.

"ინტერპრესნიუსი"