პარლამენტთან ლოზუნგებით - "ოლიგარქი კადაფი სარდაფში", "თავისუფლება ჩვენს ხელშია", რუსეთუმე გახარია, თვალთხარია", აქცია მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

პარლამენტთან ლოზუნგებით - "ოლიგარქი კადაფი სარდაფში", "თავისუფლება ჩვენს ხელშია", რუსეთუმე გახარია, თვალთხარია", აქცია მიმდინარეობს

"ოლიგარქი კადაფი სარდაფში", "თავისუფლება ჩვენს ხელშია", რუსეთუმე გახარია, თვალთხარია", - ამ ლოზუნგებით პარლამენტის შენობასთან მოქალაქეების აქცია მიმდინარეობს.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ "ინტერპრესნიუსთან" განაცხადა, აღნიშნული პროტესტი პარლამენტში დეპუტატების მიერ ჩვეულ რეჟიმში ჩატარებულ სხდომებს ეძღვნება.

"ეს პროტესტი არის "გავრილოვის ღამის" გაგრძელება. ახალგაზრდებს დათხარეს თვალები და დღეს პარლამენტში ატარებენ სხდომას ჩვენი დეპუტატები. ეს პროტესტი ეძღვნება სხდომის ჩატარებას. პერმანენტულად გაგრძელდება ეს აქციები, იმისთვის, რომ გადადგეს გიორგი გახარია", - განაცხადა აქციის მონაწილემ.

პარლამენტთან გაბმულად ისმის საყვირების და სტვენის ხმა.

ამასთან, გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები. პოლიცია რუსთაველიდან პარლამენტისკენ ამომავალ გზაზე ტრანსპორტს არ უშვებს.

გარდა ამისა, პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტები პარლამენტში შენობაში შესვლამდე შემოწმებას შს სამინისტროსთან გადიან, რომლებიც პარლამენტის შესასვლელთან არიან მობილიზებულები.

"ინტერპრესნიუსი"