როგორ ეხმაურება ბუბა კი­კა­ბი­ძე მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას - კვირის პალიტრა

როგორ ეხმაურება ბუბა კი­კა­ბი­ძე მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას

ვახტანგ კიკაბიძე "ფეისბუქის" პირადი გვერდიდან მისი გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ირონიული ფოტოთი და პოსტით ეხმაურება.

გუშინ რამდენიმე ფეისბუქ-გვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ლეგენდარული მომღერალი და მსახიობი გარდაიცვალა. ყალბი ამბავი სწრაფად მოედო სოციალურ ქსელს და თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის წამყვანმა პარლამენტის წინ შეკრებილებსაც კი შეატყობინა ამის შესახებ და კიკაბიძის ოჯახს მიუსამძიმრა. თუმცა მალევე გაირკვა, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა და აქციაზე ბოდიშიც კი მოიხადეს ამის გამო.

მისი გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ "ფეიკ ნიუსს" მომღერალი ასეთი ფრაზით გამოეხმაურა:

"Как сказал великий Марк Твен: "Слухи о моей смерти сильно преувеличены" (როგორც დიდებულმა მარკ ტვენმა თქვა: ხმები ჩემი გარდაცვალების შესახებ ძლიერ გადაჭარბებულია) - წერს მომღერალი "ფეისბუქის" პირად გვერდზე და შესაბამის ფოტოსაც ავრცელებს.