"გუნდი მხარს უჭერს გიორგი გახარიას, მას აქვს სრული მხარდაჭერა ამ პროცესებში" - კვირის პალიტრა

"გუნდი მხარს უჭერს გიორგი გახარიას, მას აქვს სრული მხარდაჭერა ამ პროცესებში"

გუნდი მხარს უჭერს გიორგი გახარიას - მას აქვს სრული მხარდაჭერა ამ პროცესებში, - აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეთერში გააკეთა.

“თუ იყო ამა თუ იმ სპეცრაზმელის გადაცდომა, ეს გაირკვევა. საუბარია იმაზე, რომ დამიზნებით ესროდნენ ახალგაზრდებსა და ჟურნალისტებს. ფაქტები იქნება შესწავლილი. მეც ვარ მომხრე ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცეს. დანარჩენი არის იმ უდიდესი, გამოუსწირებელი შეცდომის გადასაფარად ატეხილი ისტერიკა, რაც მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ჩაიდინა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის აზრით, ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი სააკაშვილმა და “ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი ინტერესებისაითვის ბოროტად გამოიყენა და აქციის დაშლა სწორედ მათ პროვოკაციას მოჰყვა.

“მელიამ, რომელმაც კიტოვანობა მოინდომა და თავი განმანთავისუფლებად წარმოგვიჩინა, ამ პრეცედენტს სახელმწიფო არ და ვერ დაუშვებდა. ეს არის საშიში გამოვლინება, რაზეც სახელმწიფოს მკაცრი რეაგირება ჰქონდა“, - განუცხადა „ტვპირველს“ ღარიბაშვილმა.

ღარიაშვილის თქმით, ნებისმიერი პირი, ვასაძე იქნება, მელია თუ ტურა, ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ რაიმე გადაცდომას, კანონსაწინააღმდეგოს და ანტიკონსტიტუციურს დაგეგმავს, მთელი სიმკაცრით იქნება დასჯილი, განურჩევლად მათი გვარისა, თუ პოლიტიკური გემოვნებისა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიერ გაკეთებულ განცხადებასა და დეპუტატ ნიკა მელიას მიერ გაკეთებულ განცხადებას შორის განსხვავება არსებობს.

„განსხვავება არის ის, რომ ამ ვაჟბატონმა, მელიამ პირდაპირ გაახმოვანა ხელისუფლების ძალადობრივი გზით ჩაგდების მათი გეგმა. ამ ადამიანმა და სხვებმა მასობრივ ძალადობას ორგანიზება გაუწიეს , ნუთუ, განსხვავებას ვერ ვხვდებით?!

რაც შეეხება ბატონ ვასაძეს , მე, როგოც ვიცი, ამაზე სამინისტრომ პრევენციული რეაგირება მოახდინა და იგივე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ვინც არ უნდა იყოს, ეს იქნება ლევან ვასაზე თუ სხვა ნებისმეირი მოქალაქე, თუ კონსტიტუციას გასცდება, აბსოლუტურად თანაბრად იქნება განხილული და სახელმწიფოს მხრიდან რეაგირებული’, - განაცხადა ღარიბაშვილმა გადაცემაში "რეაქცია".