"წა­ვე­დით მე და ჩემი თვა­ლუ­კა ევ­რო­პებ­ში და..." - გო­გო­ნა, რო­მელ­მაც აქ­ცი­ის დარ­ბე­ვის დროს თვა­ლი და­კარ­გა, სამკურნალოდ უცხოეთში გაემგზავრა - კვირის პალიტრა

"წა­ვე­დით მე და ჩემი თვა­ლუ­კა ევ­რო­პებ­ში და..." - გო­გო­ნა, რო­მელ­მაც აქ­ცი­ის დარ­ბე­ვის დროს თვა­ლი და­კარ­გა, სამკურნალოდ უცხოეთში გაემგზავრა

19 წლის მაკო გომური, რომელმაც 20-21 ივნისის მოვლენებისას თვალი დაკარგა, სახელმწიფო დაფინანსებით ევროპაში გაემგზავრა. ამის შესახებ მაკო "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.

"მეტი სიმახინჯე ფოტო ვერ გადავიღე, ფოთიშით ფოთიშით კამერა გადაფრუნდა; მოკლედ, წავედით მე და ჩემი თვალუკა ევროპებში და დაგიბრუნდებით კარგი ამბებით. მიყვარხართ, ბავშვებო, ძალიან და თქვენს გვერდით ვიდგები. პ.ს. ყურსასმენები გასაწმენდი არაა, სისხლი არ მოშორდა eye for an eye!" - წერს მაკო გომური.

გოგონა, რომელმაც 20 ივნისის აქციის დარბევის დროს თვალი დაკარგა, საავადმყოფოდან 2 დღის წინ გამოწერეს.