19 წლის მაკო გომური, რომელმაც 20-21 ივნისის მოვლენებისას თვალი დაკარგა, სახელმწიფო დაფინანსებით ევროპაში გაემგზავრა. ამის შესახებ მაკო "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს."მეტი სიმახინჯე ფოტო ვერ გადავიღე, ფოთიშით ფოთიშით კამერა გადაფრუნდა; მოკლედ, წავედით მე და ჩემი თვალუკა ევროპებში და დაგიბრუნდებით კარგი ამბებით. მიყვარხართ, ბავშვებო, ძალიან და თქვენს გვერდით ვიდგები. პ.ს. ყურსასმენები გასაწმენდი არაა, სისხლი არ მოშორდა eye for an eye!" - წერს მაკო გომური.გოგონა, რომელმაც 20 ივნისის აქციის დარბევის დროს თვალი დაკარგა, საავადმყოფოდან 2 დღის წინ გამოწერეს.