აქციის დარბევის დროს მძიმედ დაშავებული და­ვით ფა­რა­დაშ­ვი­ლი კომიდან გამოვიდა - კვირის პალიტრა

აქციის დარბევის დროს მძიმედ დაშავებული და­ვით ფა­რა­დაშ­ვი­ლი კომიდან გამოვიდა

31 წლის ფლორისტი დავით ფარადაშვილი კომიდან გამოვიდა. ამის შესახებ AMBEBI.GE-ს პაციენტის დამ, თამარ ფარადაშვილმა განუცხადა.

"კომიდან გამოვიდა, დღეს გააღვიძეს" - აღნიშნა თამარ ფარადაშვილმა, რომელიც ჩვენთან საუბარში მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.

დავით ფარადაშვილი აქციის დარბევის ღამეს უმძიმესი დაზიანებებით შეიყვანეს კლინიკაში და ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ახალგაზრდა მამაკაცს პლასტმას-კაუჩუკის ტყვია საფეთქელთან მოხვდა, რამაც თავის ტვინის მძიმე დაზიანება გამოიწვია. გაგრძელება