"რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებას დიდი დრო აღარ უწერია" - რას ამბობენ რუსები "მაკდონალდსთან" მებრძოლ პუტინზე, ქართველებსა და აფხაზებზე? - კვირის პალიტრა

"რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებას დიდი დრო აღარ უწერია" - რას ამბობენ რუსები "მაკდონალდსთან" მებრძოლ პუტინზე, ქართველებსა და აფხაზებზე?

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ოდესღაც საქართველოს ფარგლებს გარეთ, მით უმეტეს, რუსეთში მომიწევდა გარკვეული დროით ცხოვრება და მუშაობა. მომიწია. მართლაც, არასოდეს არ უნდა თქვა "არასოდეს".

საკმაოდ ბევრი რამ დამიგროვდა ქართველი მკითხველისთვის მოსაყოლ-გასაზიარებელი. ახლა, ამ დაძაბული ქართულ-რუსული ურთიერთობის დროს მინდა, რამდენიმე ეპიზოდი გავიხსენო. ერთს ხაზგასმით ვიტყვი: რუსეთში საქართველოს და ქართველებს პატივს სცემენ, მაგრამ ძირითადმა მასამ, ანუ მოსახლეობის 80%-მა, ბევრი რამ არ იცის ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენს თავს დატრიალებული მოვლენების შესახებ.

"Москва была и осталась сталицей Советского союза"

გამგზავრების წინ დაღონებული ვიჯექი აეროპორტის მოსაცდელ დარბაზში და ეშაფოტზე ასვლის ტოლფასად ველოდი მოსკოვის თვითმფრინავზე ჩასხდომის გამოცხადებას. გვერდით ორი მომხიბვლელი რუსი ქალი მომიჯდა. კარგ ხასიათზე ჩანდნენ. ხელში ქართული ღვინის ორი ბოთლი ეჭირათ და სამომავლო ვიზიტს აქედანვე გეგმავდნენ. ხმამაღლა წუხდნენ იმაზე, რომ ორი ბოთლის გარდა ნება არ დართეს ქართული ღვინო წაეღოთ. შემამჩნიეს დაღვრემილი რომ ვიყავი და გამომელაპარაკნენ: არ გეთმობათ ხომ თბილისი დასატოვებლადო. ლაპარაკის თავიც არ მქონდა, თავი დავუქნიე. იმათ კი, განაგრძეს: გვესმის თქვენი, ჩვენ გვიჭირს და თქვენ რა დაგემართებათო...თბილისით და მცხეთით შემოვისაზღვრეთ ამჯერად, მაგრამ მეგობრები გვეუბნებიან, რომ ბევრი სასწაული გველოდება, როცა ვნახავთ ყაზბეგს, ბათუმს და სიღნაღს, ასე რომ, გაზაფხულზე ისევ ჩამოვალთო.

დუმილი აღარ გამოდიოდა, ზრდილობის გამო მაინც უნდა მეთქვა რაღაც და მეც ვუპასუხე: საქართველო ერთი დიდი სასწაულია და როცა მის კუთხეებს დაათვალიერებთ, მიხვდებით, რომ ზღაპრულ ქვეყანაში მოხვდით-მეთქი. დამეთანხმნენ, - ვიცით, ბევრი სასიამოვნო დღე გველოდება, ახლა იმას ვფიქრობთ, როგორ უნდა გავძლოთ თქვენებური ხინკლის, ხაჭაპურის, ღვინის, ფხალის და ხარჩოს გარეშეო. (სიყვარულის გზა კუჭზე რომ გადის, ვიცით...რუსებს მართლაც სიგიჟემდე მოსწონთ ჩვენი სამზარეულო)- მოსკოვში ბევრი ქართული რესტორანია და გაზაფხულამდე იქ დაიკმაყოფილეთ თქვენი გასტრონომიული სურვილები-მეთქი. არაო, - აქაური მაინც სხვააო, ალბათ ეს წყლის, მიწის, მზის და ჰაერის გამოო...გამოცხადდა ჩახსდომაც და წამოავლეს ხელი ჩანთებს, ერთ-ერთი მომიტრიალდა და მეუბნება: "Тбилиси светлый европейский город а Москва была и осталась сталицей Советского союза" (თარგმანი: თბილისი ნათელი ევროპული ქალაქია, მოსკოვი იყო და დარჩა საბჭოთა კავშირის დედაქალაქად). ამით ყველაფერი თქვეს.

"აფხაზები ველური ხალხია, რად გინდოდათ მათთან ერთად ცხოვრება, გაგეშვათ დროზე და ამდენი მსხვერპლიც არ იქნებოდაო..."

ვზივარ რუსების გარემოცვაში, ვუყურებთ ტელევიზორს და იწყება საინფორმაციო გადაცემა. რუსეთში ჩვეულებრივი რამაა ხელისუფლების ხოტბა-დიდება, არავითარი კრიტიკა და როცა სხვებს ეხება საქმე, მხოლოდ დეზინფორმაცია... არ მინდა, მორიგ სიცრუეს მოვუსმინო, ის-ისაა, სხვა არხზე უნდა გადავრთო, რომ ვხედავ, აფხაზეთს აჩვენებენ. გავჩერდი. აჩვენებენ დაცარიელებულ ლამაზ სანაპიროებს, პალმებს, მაგნოლიებს, ძველ სანატორიუმებს, რომელსაც განახლებისა არაფერი ეტყობათ... გული მეკუმშება.

ერთ-ერთი ლოგიკურად კითხულობს, კი მაგრამ, რატომ არაა დამსვენებელი? ადრე მახსოვს, გადატენილი იყო სოხუმის და გაგრის სანაპიროებიო. მეორე პასუხობს, ჩვენები ერიდებიან მანდ დასვენებას, რადგან რამდენჯერაც წავიდნენ, იმდენჯერ დააყაჩაღეს, ჩემი მეზობლის ქალიშვილზე კი იძალადეს კიდეცო. მერე მომიტრიალდა და მეკითხება, - ხომ ასეაო? - აფხაზები ველური ხალხია, რად გინდოდათ მათთან ერთად ცხოვრება, გაგეშვათ დროზე და ამდენი მსხვერპლიც არ იქნებოდაო...

რუსეთში ყოფნისას საკუთარ თავს აღვუთქვი, რომ უცებ არასოდეს ავფეთქდებოდი მათ გამოხტომებზე, დამეთვალა ათამდე და ისე გამეცა ყველასთვის პასუხი. ასეც მოვიქეცი... მერე კარგა ხანს ვუხსნიდი, რომ ეს "ველური ხალხი" ადრე სულაც არ იყო ველური, რომ აფხაზეთი ჩვენი განუყოფელი ნაწილია და მესამე ძალამ, ანუ რუსეთმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ აფხაზებისთვის გონება აერია და ქართველების საწინააღმდეგოდ განეწყო ჩვენი სისიხლი და ხორცი, მართალია, აფხაზეთი რუსეთის წყალობით დავკარგეთ, მაგრამ აუცილებლად დავიბრუნებთ... და კიდევ, "სამხრეთ ოსეთი" არასწორია, ეს მხარე იყო ქართველი თავადების, მაჩაბლების სამფლობელო და ამიტომაც შიდა ქართლს მეორენაირად სამაჩაბლოს ვეძახით. ოსები თითქმის არც იყვნენ ცხინვალში, 50-იან წლებში დაიწყეს მთიდან ჩამოსახლება და ჩვენ, როგორც ტოლერანტი ერი, მივიღეთ-მეთქი. აქ ერთმა მოინდომა თავისი "ცოდნის" გამომჟღავნება და გადმოაფრქვია, -  თქვენ არასწორად მოიქეცით, ცხინვალი და მშვიდობიანი მოსახლეობა არ უნდა დაგებომბათ, მაშინ გაზეთებში დაიბეჭდა ფოტოები, რომელიც არასოდეს დამავიწყდება - გასისხლიანებული ოსი ქალი შველას რომ ითხოვდა და დაჭრილი ოსი ახალგაზრდა კაცი თავის მკვდარ ძმას დასტიროდაო...

აი, მაშინ მივხვდი, რა იოლად შეიძლება ინსულტი მიიღოს ადამიანმა... კვლავ ვცადე ათამდე დათვლა. ტრიბუნა არ დამიდგამს, თორემ სხვა არაფერი დამიკლია მსმენელისთვის, - თქვენი ტელეეთერიდან დეზინფორმაციის ნაკადი რომ ულევად გადმოედინება და გონებას გიმღვრევენ, ეს ქვეყნის უდიდესი პრობლემაა, მაგრამ ინტერნეტი ხომ არსებობს და იქაც შეიხედეთ ხანდახან. ის გასისხლიანებული ქალიც და დაჭრილი კაციც ჩვენი ფოტოკორესპონდენტის გადაღებულია, თქვენმა ხელისუფლებამ და მედიამ კი, ოსებად გაასაღეს, რათა უპირველესად თავისი მოსახლეობა დაერწმუნებინა, რომ ქართველებმა დაჩაგრეს პატარა ერი. თქვენც ბრმად გჯერათ, რომ პუტინი ყველა ჩაგრულის ქომაგია და მსოფლიოც ამიტომ ემტერება -მეთქი. ხმა აღარ ამოუღიათ, გაისუსნენ...

"რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებას დიდი დრო აღარ უწერია"

ჩემს ახლობელს სადავო საკითხთან დაკავშირებით ადვოკატის აყვანა დასჭირდა. ერთ დღეს მივყევი კიდეც მასთან. აღფრთოვანებული დავრჩი ამ განათლებული რუსი კაცის შეხედულებებით. მას არ მორიდებია, რომ ჩვენთან ემხილებინა და გაეკრიტიკებინა საკუთარი ქვეყნის ხელისუფლება. აი, რა მოვისმინე მისგან: "რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებას დიდი დრო აღარ უწერია. ხომ არ შეიძლება, ერთს ფიქრობდეს, მეორეს ამბობდეს და მესამეს აკეთებდეს, ერთ მშვენიერ დღეს თავზე დაემხობა ყველაფერი. ჩემი შვილები უკვე გავხიზნე გერმანიაში, მე ჩემი საქმე მიყვარს და ცოტა ხანს კიდევ ვიქნები აქ, თუ შვატყვე, რომ ახალი ხელისუფლება პუტინის მემკვიდრეა, მაშინ მეც დავტოვებ აქაურობას, ადამიანი ერთხელ იბადება და რაღა ამ სიყალბეში მოვკდე. მართლმადიდებლობას იკვეხნიან, არადა, წმინდა სერაფიმ საროველის გაფრთხილებას, არ ებრძოლოთ საქართველოს, რადგან ამით თქვენ ღვთისმშობელს ებრძვით და ეს ძალიან ცუდად შემოგიტრიალდებათ, ამას არაფრად აგდებენ, სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ხელისუფლების მმართველობაში დღემდე მყარად ზის მონღოლური წესები: სისასტიკე, გაუმაძღრობა, "გათიშე და იბატონეს" პრინციპი. აფხაზეთს ვერც აფხაზი წაგართმევდათ, ვერც ცხინვალს - ოსი, რუსი რომ არ დახმარებოდა..."

რა ბედნიერება იქნებოდა, ყველა რუსი მასავით რომ ფიქრობდეს.

"მაკდონალსთან" მებრძოლი პუტინი ერთი ძალიან კარგი ექიმი გამაცნეს, დიმიტრი ცვეტაევი. ერთხელაც სიტყვა პოლიტიკაზე ჩამოვარდა და მან გულწრფელად გამიზიარა თავისი წუხილი: "ძალიან ვდარდობ ჩვენს მდგომარეობას. რუსეთი მარტო მოსკოვი და პეტერბურგი ხომ არაა? აბა, გასცდით ამ მეგაპოლისებს და ნახავთ, რა სიღარიბეში ცხოვრობს ხალხი. ვწუხვარ, თქვენს გამოც. ქართველებთან კარგი მოგონებები მაკავშირებს, დიდი მეგობრობაც შეგიძლიათ და გულითადი მასპინძლობაც. ვწუხვარ, რომ ამდენი ტკივილი მოგაყენეთ, მე გიხდით ბოდიშს ჩემი ხელისუფლების ნაცვლად, თქვენ ის ერი ხართ, ვისგანაც კულტურა, სიყვარული და კიდევ ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ. ჩემსავით ბევრი ფიქრობს და თუკი ხელისუფლების წარმომადგენლები წყალს ამღვრევენ, გთხოვთ, ყველას ერთ ტაფაში ნუ მოგვაქცევთ.

ამ ორი წლის წინ ჩვენი პრეზიდენტი ამერიკას გაუბრაზდა (საერთოდ, ყველა მას "აბრაზებს", ის კი, ყოველთვის "მართალია") და გამოსცა ბრძანება, დახურულიყო ყველა "მაკდონალდსი", რაც კი რუსეთის ტერიტორიაზე არსებობს... სამი დღის მერე, ბრძანება შეჩერებულიაო, - გამოაცხადეს, ეტყობა, ვიღაც ჭკვიანმა ურჩია, რომ ეს იყო დიდი პოლიტიკური შეცდომა, თანაც, იქ ხომ უამრავი ჩვენი მოქალაქეა დასაქმებული, ამ განკარგულების სისრულეში მოყვანა გამოიწვევდა დიდ უკმაყოფილებას და ისედაც პრობლემებით სავსე ქვეყანაში უმუშევრობის ზრდას. პუტინი იმ ჭირვეული ბავშვივითაა, რომელიც იჩხუბებს და მეტოქეს ნაჩუქარ სათამაშოს წაართმევს. . ."

ასეც ფიქრობენ რუსები და განიცდიან თავიანთი ქვეყნის დღევანდელ მდგომარეობას, თუმცა არიან განსხვავებული შეხედულებების ადამიანებიც, აი, ისეთები, რუსეთის ტელეეთერებში რომ ხშირად იწვევენ ხელისუფლების ხოტბა-დიდებისა და დითირამბებისთვის.

იხილეთ ასევე: "გვიყვარს ქართველები, ფეხით ჩასვლაც რომ მოგვიწიოს, მაინც ჩავალთ საქართველოში" - რა წერია პეტიციაში, რომელსაც 5000-მა რუსმა ტურისტმა მოაწერა უკვე ხელი?

მარინა ბაბუნაშვილი (სპეციალურად საიტისათვის)

რუსული ეპიზოდები , ანუ დამოკიდებულება საქართველოს მიმართ

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ოდესღაც საქართველოს ფარგლებს გარეთ, მით უმეტეს, რუსეთში მომიწევდა გარკვეული დროით ცხოვრება და მუშაობა. მომიწია. მართლაც, არასოდეს არ უნდა თქვა „არასოდეს“.

საკმაოდ ბევრი რამ დამიგროვდა ქართველი მკითხველისთვის მოსაყოლ-გასაზიარებელი. ახლა, ამ დაძაბული ქართულ-რუსული ურთიერთობის დროს მინდა, რამდენიმე ეპიზოდი გავიხსენო. ერთს ხაზგასმით ვიტყვი: რუსეთში საქართველოს და ქართველებს პატივს სცემენ, მაგრამ ძირითადმა მასამ, ანუ მოსახლეობის 80 %-მა, ბევრი რამ არ იცის ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენს თავს დატრიალებული მოვლენების შესახებ.

ეპიზოდი 1: გამგზავრების წინ დაღონებული ვიჯექი აეროპორტის მოსაცდელ დარბაზში და ეშაფოტზე ასვლის ტოლფასად ველოდი მოსკოვის თვითმფრინავზე ჩასხდომის გამოცხადებას. გვერდით ორი მომხიბვლელი რუსი ქალი მომიჯდა. კარგ ხასიათზე ჩანდნენ. ხელში ქართული ღვინის ორი ბოთლი ეჭირათ და სამომავლო ვიზიტს აქედანვე გეგმავდნენ. ხმამაღლა წუხდნენ იმაზე, რომ ორი ბოთლის გარდა ნება არ დართეს ქართული ღვინო წაეღოთ. შემამჩნიეს დაღვრემილი რომ ვიყავი და გამომელაპარაკნენ: არ გეთმობათ ხომ თბილისი დასატოვებლადო. ლაპარაკის თავიც არ მქონდა, თავი დავუქნიე. იმათ კი, განაგრძეს: გვესმის თქვენი, ჩვენ გვიჭირს და თქვენ რა დაგემართებათო...თბილისით და მცხეთით შემოვისაზღვრეთ ამჯერად, მაგრამ მეგობრები გვეუბნებიან, რომ ბევრი სასწაული გველოდება, როცა ვნახავთ ყაზბეგს, ბათუმს და სიღნაღს, ასე რომ, გაზაფხულზე ისევ ჩამოვალთო. დუმილი აღარ გამოდიოდა, ზრდილობის გამო მაინც უნდა მეთქვა რაღაც და მეც ვუპასუხე: საქართველო ერთი დიდი სასწაულია და როცა მის კუთხეებს დაათვალიერებთ, მიხვდებით, რომ ზღაპრულ ქვეყანაში მოხვდით-მეთქი. დამეთანხმნენ, - ვიცით, ბევრი სასიამოვნო დღე გველოდება, ახლა იმას ვფიქრობთ, როგორ უნდა გავძლოთ თქვენებური ხინკლის, ხაჭაპურის, ღვინის, ფხალის და ხარჩოს გარეშეო. ( სიყვარულის გზა კუჭზე რომ გადის, ვიცით...რუსებს მართლაც სიგიჟემდე მოსწონთ ჩვენი სამზარეულო)- მოსკოვში ბევრი ქართული რესტორანია და გაზაფხულამდე იქ დაიკმაყოფილეთ თქვენი გასტრონომიული სურვილები-მეთქი. არაო,-აქაური მაინც სხვააო, ალბათ ეს წყლის, მიწის, მზის და ჰაერის გამოო...გამოცხადდა ჩახსდომაც და წამოავლეს ხელი ჩანთებს, ერთ-ერთი მომიტრიალდა და მეუბნება: „Тбилиси светлый европейский город а Москва была и осталась сталицей Советского союза“. ამით ყველაფერი თქვეს.

ეპიზოდი 2: ვზივარ რუსების გარემოცვაში, ვუყურებთ ტელევიზორს და იწყება საინფორმაციო გადაცემა. რუსეთში ჩვეულებრივი რამაა ხელისუფლების ხოტბა-დიდება, არავითარი კრიტიკა და როცა სხვებს ეხება საქმე, მხოლოდ დეზინფორმაცია...არ მინდა, მორიგ სიცრუეს მოვუსმინო, ის-ისაა , სხვა არხზე უნდა გადავრთო, რომ ვხედავ, აფხაზეთს აჩვენებენ. გავჩერდი. აჩვენებენ დაცარიელებულ ლამაზ სანაპიროებს, პალმებს, მაგნოლიებს, ძველ სანატორიუმებს, რომელსაც განახლებისა არაფერი ეტყობათ... გული მეკუმშება. ერთ-ერთი ლოგიკურად კითხულობს: კი მაგრამ, რატომ არაა დამსვენებელი? ადრე მახსოვს, გადატენილი იყო სოხუმის და გაგრის სანაპიროებიო. მეორე პასუხობს: ჩვენები ერიდებიან მანდ დასვენებას, რადგან რამდენჯერაც წავიდნენ, იმდენჯერ დააყაჩაღეს, ჩემი მეზობლის ქალიშვილზე კი იძალადეს კიდეცო. მერე მომიტრიალდა და მეკითხება: ხომ ასეაო? აფხაზები ველური ხალხია, რად გინდოდათ მათთან ერთად ცხოვრება, გაგეშვათ დროზე და ამდენი მსხვერპლიც არ იქნებოდაო... რუსეთში ყოფნისას საკუთარ თავს აღვუთქვი, რომ უცებ არასოდეს ავფეთქდებოდი მათ გამოხტომებზე, დამეთვალა ათამდე და ისე გამეცა ყველასთვის პასუხი. ასეც მოვიქეცი...მერე კარგა ხანს ვუხსნიდი, რომ ეს „ველური ხალხი“ ადრე სულაც არ იყო ველური, რომ აფხაზეთი ჩვენი განუყოფელი ნაწილია და მესამე ძალამ, ანუ რუსეთმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ აფხაზებისთვის გონება აერია და ქართველების საწინააღმდეგოდ განეწყო ჩვენი სისიხლი და ხორცი, მართალია, აფხაზეთი რუსეთის წყალობით დავკარგეთ, მაგრამ აუცილებლად დავიბრუნებთ...და კიდევ, „სამხრეთ ოსეთი“-არასწორია, ეს მხარე იყო ქართველი თავადების, მაჩაბლების სამფლობელო და ამიტომაც შიდა ქართლს მეორენაირად სამაჩაბლოს ვეძახით. ოსები თითქმის არც იყვნენ ცხინვალში, 50-იან წლებში დაიწყეს მთიდან ჩამოსახლება და ჩვენ, როგორც ტოლერანტი ერი, მივიღეთ-მეთქი. აქ ერთმა მოინდომა თავისი „ცოდნის“ გამომჟღავნება და გადმოაფრქვია: თქვენ არასწორად მოიქეცით, ცხინვალი და მშვიდობიანი მოსახლეობა არ უნდა დაგებომბათ, მაშინ გაზეთებში დაიბეჭდა ფოტოები, რომელიც არასოდეს დამავიწყდება - გასისხლიანებული ოსი ქალი შველას რომ ითხოვდა და დაჭრილი ოსი აცხალგაზრდა კაცი თავის მკვდარ ძმას დასტიროდაო...აი, მაშინ მივხვდი, რა იოლად შეიძლება ინსულტი მიიღოს ადამიანმა... კვლავ ვცადე ათამდე დათვლა. ტრიბუნა არ დამიდგამს, თორემ სხვა არაფერი დამიკლია მსმენელისთვის: თქვენი ტელეეთერიდან დეზინფორმაციის ნაკადი რომ ულევად გადმოედინება და გონებას გიმღვრევენ, ეს ქვეყნის უდიდესი პრობლემაა, მაგრამ ინტერნეტი ხომ არსებობს და იქაც შეიხედეთ ხანდახან. ის გასისხლიანებული ქალიც და დაჭრილი კაციც ჩვენი ფოტოკორესპონდენტის გადაღებულია, თქვენმა ხელისუფლებამ და მედიამ კი, ოსებად გაასაღეს, რათა უპირველესად თავისი მოსახლეობა დაერწმუნებინა, რომ ქართველებმა დაჩაგრეს პატარა ერი. თქვენც ბრმად გჯერათ, რომ პუტინი ყველა ჩაგრულის ქომაგია და მსოფლიოც ამიტომ ემტერება -მეთქი. ხმა აღარ ამოუღიათ, გაისუსნენ...

ეპიზოდი 3: ჩემს ახლობელს სადავო საკითხთან დაკავშირებით ადვოკატის აყვანა დასჭირდა. ერთხელ დღეს მივყევი კიდეც მასთან. აღფრთოვანებული დავრჩი ამ განათლებული რუსი კაცის შეხედულებებით. მას არ მორიდებია, რომ ჩვენთან ემხილებინა და გაეკრიტიკებინა საკუთარი ქვეყნის ხელისუფლება: რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებას დიდი დრო აღარ უწერია. ხომ არ შეიძლება, ერთს ფიქრობდეს, მეორეს ამბობდეს და მესამეს აკეთებდესო. ერთ მშვენიერ დღეს თავზე დაემხობა ყველაფერიო. ჩემი შვილები უკვე გავხიზნე გერმანიაში, მე ჩემი საქმე მიყვარს და ცოტა ხანს კიდევ ვიქნები აქ, თუ შვატყვე, რომ ახალი ხელისუფლება პუტინის მემკვიდრეა, მაშინ მეც დავტოვებ აქაურობას, ადამიანი ერთხელ იბადება და რაღა ამ სიყალბეში მოვკდეო. მართლმადიდებლობას იკვეხნიან, არადა წმინდა სერაფიმ საროველის გაფრთხილებას- არ ებრძოლოთ საქართველოს, რადგან ამით თქვენ ღვთისმშობელს ებრძვით და ეს ძალიან ცუდად შემოგიტრიალდებათო, -არაფრად აგდებენ, სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ხელისუფლების მმართველობაში დღემდე მყარად ზის მონღოლური წესები: სისასტიკე, გაუმაძღრობა, „გათიშე და იბატონეს“ პრინციპი. აფხაზეთს ვერც აფხაზი წაგართმევდათ, ვერც ცხინვალს -ოსი, რუსი რომ არ დახმარებოდაო...რა ბედნიერება იქნებოდა, ყველა რუსი მასვით რომ ფიქრობდეს.

ეპიზოდი 4. ერთი ძალიან კარგი ექიმი გამაცნეს, დიმიტრი ცვეტაევი. ერთხელაც სიტყვა პოლიტიკაზე ჩამოვარდა და მან გულწრფელად გამიზიარა თავისი წუხილი: ძალიან ვდარდობ ჩვენს მდგომარეობას. რუსეთი მარტო მოსკოვი და პეტერბურგი ხომ არაა? აბა, გაცდით ამ მეგაპოლისებს და ნახავთ, რა სიღარიბეში ცხოვრობს ხალხი. ვწუხვარ თქვენს გამოც. ქართველებთან კარგი მოგონებები მაკავშირებს, დიდი მეგობრობაც შეგიძლიათ და გულითადი მასპინძლობაც. ვწუხვარ, რომ ამდენი ტკივილი მოგაყენეთ, მე გიხდით ბოდიშს ჩემი ხელისუფლების ნაცვლად, თქვენ ის ერი ხართ, ვისგანაც კულტურა, სიყვარული და კიდევ ბევრი რამ უნდა ვისწავლოთო. ჩემსავით ბევრი ფიქრობს და თუკი ხელისუფლების წარმომადგენლები წყალს ამღვრევენ, გთხოვთ, ყველას ერთ ტაფაში ნუ მოგვაქცევთო. ამ ორი წლის წინ ჩვენი პრეზიდენტი ამერიკას გაუბრაზდა (საერთოდ, ყველა მას „აბრაზებს“, ის კი , ყოველთვის „მართალია“) და გამოსცა ბრძანება, დახურულიყო ყველა მაკდონალდსი, რაც კი რუსეთის ტერიტორიაზე არსებობს...სამი დღის მერე, ბრძანება შეჩერებულიაო,-გამოაცხადეს, ეტყობა, ვიღაც ჭკვიანმა ურჩია, რომ ეს იყო დიდი პოლიტიკური შეცდომა, თანაც, იქ ხომ უამრავი ჩვენი მოქალაქეა დასაქმებული , ამ განკარგულების სისრულეში მოყვანა გამოიწვევდა დიდ უკმაყოფილებას და ისედაც პრობლემებით სავსე ქვეყანაში უმუშევრობის ზრდას. პუტინი იმ ჭირვეული ბავშვივითაა, რომელიც იჩხუბებს და მეტოქეს ნაჩუქარ სათამაშოს წაართმევს. . .

ასე ფიქრობენ რუსები და განიცდიან თავიანთი ქვეყნის დღევანდელ მდგომარეობას, თუმცა არიან განსხვავებული შეხედულებების ადამიანებიც, აი, ისეთები, რუსეთის ტელეეთერებში რომ ხშირად იწვევენ ხელისუფლების ხოტბა-დიდებისა და დითირამბებისთვის.

სპეციალურად საიტისათვის მარინა ბაბუნაშვილი

Normal 0 false false false EN-US X-NONE X-NONE