"ნეაპოლში რომ ჩახვიდეთ და ყველა კუთხეში გია სურამელაშვილს უკრავდნენ..."
"ნეაპოლში რომ ჩახვიდეთ და ყველა კუთხეში გია სურამელაშვილს უკრავდნენ..."
მწერალი, ესეისტი და დოკუმენტალისტი პაატა ქურდაძე "ფეისბუკის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც გთავაზობთ:

"დღეს საღამოს ჩამოვფრინდი Air France -თ. თვითმფრინავი ისეთი გაჭედილი იყო, ნემსს ვერ ჩააგდებდით. საერთოდ ქართული ტურიზმის ბიზნესის ხალხი თავის ბიზნესს თუ უფრო კულტურულს გახდის, კიდევ უფრო მეტი ჩამოვა და ამდენი საწუწუნოც არ ექნებათ.

დრევანდელი მდგომრეობით, მე, მაგალითად, არაფრით მესმის რა უნდა აკეთოს ტურისტმა თბილისში ორ დღეზე მეტი. სულ ორი სამი პატარა ლამაზი უბანია და ისინიც სწორედ რუს
ტურისტების გემოვნებაზეა ორიენტირებული, მხოლოდ მე პირადად ეჭვი მეპარება, რუსი ტურისტი საქართველოში რუსული იდიოტირი პაპსას მოსასმენად ჩამდიოდეს, თუ მაინცა და მაინც სტერეოტიპი გვინდა, ღვინო, ჭაჭა, ლეზგინკა.. კი ბატონო, მაგრამ რატომ ჰგონიათ ამ ქართველ ახალგამომცხვარ ტურიზმის "ინდუსტრიალებს", რომ ეს ხალხი აქ იგივე იდიოტობის მოსასმენად ჩამოდის, რასაც თავის
ქვეყანაშიც აღარ უსმენენ დიდი ხანია, ეს დახლოებით იგივეა, მაგალითად, ნეაპოლში რომ ჩახვიდეთ, და ყველა კუთხეში გია სურამელაშვილს უკრავდნენ ნეაპოლური ცნობილი სერენადების ნაცვლად, ლონდონში კი - "ქუჩის ბიჭებს" და ლელა წურწუმიას...  ეს მარტო რუსებს არ ეხება. სერთოდ რატომ გონიათ, რომ ტურიზმი მაინცა და მაინც ლოთობა, დღე და რამე მუცლის ამოყორვა ან ამათი გაგებით კლუბებში უძილო ღამეების გატარებაა და არა რაღაც ახალის ნახვა და მძიმე სამუშაო წლის წინ ძალების მოკრეფა?" წყარო

თეა
28 ივნისი 2019 12:20
ბატონო პაატა, სრულ სიმართლეს ბრძანებთ .
გელას
28 ივნისი 2019 11:15
შენ "ყველაფერჩიკი" ხარ გეტყობა.
შვიდიანი
28 ივნისი 2019 11:06
წეტავ გამაგებინა, ეს პაატა ქურდაძე რატომ არ დაეტევა თავის პარიზში და საქართველოს გასაკრიტიკებლად მუდმივად რატომ ჩამოდის, ქვეყანაში, რომელიც მუდმივად მისი ქედმაღლური კრიტიკის ობიექტია. არაფერი ქართული გარდა გვარისა... და საერთოდ მისი აზრი რატომ უნდა მაინტერესებდეს????

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საქმეზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საქმეზე?