რას ჰყვებოდა "კვირის პალიტრასთან" 20 ივნისის ღამეს მძიმედ დაშავებული ახალგაზრდა, რომელიც ახლახან გამოვიდა კომიდან?
რას ჰყვებოდა "კვირის პალიტრასთან" 20 ივნისის ღამეს მძიმედ დაშავებული ახალგაზრდა, რომელიც ახლახან გამოვიდა კომიდან?
20 ივნისის აქციის დარბევისას მძიმედ დაშავებული  31 წლის ფლო­რის­ტი და­ვით ფა­რა­დაშ­ვი­ლი კო­მი­დან გა­მო­ვი­და, რის თაობაზეც  AMBEBI.GE-ს მისი და თა­მარ ფა­რა­დაშ­ვილ­ი ესაუბრა.

"კო­მი­დან გა­მო­ვი­და, დღეს გა­აღ­ვი­ძეს" - აღ­ნიშ­ნა თა­მარ ფა­რა­დაშ­ვილ­მა 26 ივანისს.

და­ვით ფა­რა­დაშ­ვი­ლი აქ­ცი­ის დარ­ბე­ვის ღა­მეს უმ­ძი­მე­სი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით შე­იყ­ვა­ნეს კლი­ნი­კა­ში და ამ დრომ­დე მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბოდა. ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაცს პლასტმას-კა­უ­ჩუ­კის ტყვია სა­ფეთ­ქელ­თან მოხ­ვდა, რა­მაც თა­ვის ტვი­ნის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია.

და­ვით ფა­რა­დაშ­ვი­ლი რე­გი­ო­ნულ ჰოს­პი­ტალ­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი, მას რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს
ის­რა­ე­ლი­დან და თურ­ქე­თი­დან ჩა­მო­სულ­მა ექი­მებ­მა.

"შუბ­ლში აქვს ნას­რო­ლი, სა­ფეთ­ქე­ლის ზე­მოთ, რა­მაც და­უმ­სხვრია ძვლე­ბი, გა­მო­იწ­ვია ტვინ­ზე სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი და უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინი­ცი­ა­ტი­ვით ჩა­მო­ყავთ უცხო­ე­თი­დან ექი­მე­ბი, შე­იკ­რი­ბე­ბა კონ­სი­ლი­უ­მი და გა­და­წყდე­ბა, აქ ჩა­უ­ტა­რე­ბენ ოპე­რა­ცი­ას თუ გა­და­იყ­ვა­ნენ სა­ზღვარ­გა­რეთ. უკვე ჩა­მო­სუ­ლი არი­ან თურ­ქი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, ვე­ლო­დე­ბით ექი­მებს ის­რა­ე­ლი­დან და დღეს
გა­და­წყდე­ბა, რა იქ­ნე­ბა", - ამის შე­სა­ხებ თა­მარ ფა­რა­დაშ­ვილ­მა AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ნა­ცხა­და.

"კვირის პალიტრის" არქივში ვიპოვეთ ინტერვიუ ახალგაზრდა ფლორისტთან, რომლესაც გთავაზობთ:

"დროთა განმავლობაში აღმოვაჩინე, რომ ჩემი ჰობით შეიძლებოდა დამატებითი შემოსავალი მქონოდა. დავიწყე ფოთლოვანი მცენარეების გამრავლებაც"

თბილისის ერთ-ერთ უბანში 200 კვმ-ზე გაშენებული სათბური აღმოვაჩინეთ. კაქტუსების, სუკულენტებისა და სხვა ფოთლოვან მცენარეთა მრავალფეროვნება დავით ფარადაშვილის დამსახურებაა. მისი ყვავილების სათბური ფერადოვნებითა და საინტერესო ჯიშის მცენარეებით გამოირჩევა.

- 11 წლის ვიყავი, როცა მე და ჩემმა მეგობარმა გადავწყვიტეთ, ყვავილები გადაგვერგო, მაშინ კაქტუსების მხოლოდ რამდენიმე სახეობა მქონდა. ერთმანეთს ვეჯიბრებოდით და იშვიათ ჯიშებს ვაგროვებდით.

- რამდენი სახეობის კაქტუსი გაქვთ?
- 100-მდე სახეობის, მაქვს იშვიათი ჯიში - ლეხტენბერგია, ის ჯვარედინი დამტვერვით მრავლდება. 17 წლის რომ გავხდი, მუშაობა დავიწყე და მცენარეებს დიდ დროს ვეღარ ვუთმობდი, ბევრი კარგი სახეობა გამეყინა, მაგრამ დროთა განმავლობაში აღმოვაჩინე, რომ ჩემი ჰობით შეიძლებოდა დამატებითი შემოსავალი მქონოდა. დავიწყე ფოთლოვანი მცენარეების გამრავლებაც. გავიტანე გამოფენაზე და კარგი შედეგიც მივიღე.


- პილარგონიის სხვადასხვა სახეობა გაქვთ, როგორ უვლით მათ?
- პილარგონიას გამოიყენებენ როგორც პარფიუმერიაში, ასევე მედიცინასა და კულინარიაშიც. მის ფოთლებს ხშირად არომატიზატორებადაც ხმარობენ. არის ვარდისებრი, ხუჭუჭა, თეთრი, წითელი, ვარდისფერი და ასევე გარდამავალი ფერის პილარგონიაც.

- ჯუჯა ვარდებიც გქონიათ...
- ჯუჯა ვარდები ნაკლებად გავრცელებულია, არადა, შეიძლება კლუმბებში გამოიყენო და სკვერები გაალამაზო, შეიძლება ქოთანშიც გაზარდო. ყინვაგამძლეა, მინიატიურული ფოთოლი და ყვავილი აქვს, თუმცა მაქვს ჯიში დიდი ზომის ყვავილითაც.

პილარგონიებს კალმით ვამრავლებ, ორი კვირტი მიწაში უნდა მოხვდეს და ერთ მიწის ზემოთ უნდა იყოს, პრაქტიკიდან გამომდინარე, კალმებს უკვე თვალის ზომით ვჭრი, ვარდების გამრავლებაც კალმით ხდება.

მცენარის მოვლისას ნუ დაგენანებათ მისი გასხვლა, აუცილებლად უნდა მოვაშოროთ ის ღეროები, რომლებიც აკარგვინებენ ფორმას და ის ყვავილიც, რომელმაც თავისი შესაძლებლობები ამოწურა. ზოგიერთი მცენარის გამრავლება დამტვერვით ხდება, თუმცა საკოლექციო ჯიშები მხოლოდ კალმით მრავლდება. იხილეთ სრულად
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საქმეზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საქმეზე?