"სრულიად ვეთანხმები ჩვენი ბრძენი იმპერატორის გადაწყვეტილებას" - რუსი ტურისტის ირონიული პოსტი პუტინის გადაწყვეტილებაზე - კვირის პალიტრა

"სრულიად ვეთანხმები ჩვენი ბრძენი იმპერატორის გადაწყვეტილებას" - რუსი ტურისტის ირონიული პოსტი პუტინის გადაწყვეტილებაზე

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ტერიტორიაზე ქართული ავიაკომპანიების რეისები 8 ივლისიდან შეჩერდება, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რუსი ტურისტების ნაწილი, რომლებიც საქართველოში ისვენებენ, აკრიტიკებენ მათი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას და მოუწოდებენ თანამოქალაქეებს, პოლიტიკური გადაწყვეილების მიუხედავად, ჩამოვიდნენ საქართველოში და მოინახულონ ჩვენი ქვეყნის ულამაზესი ადგილები.

გთავაზობთ ერთ-ერთი რუსი ტურისტის "ფეისბუკპოსტს":

ალექსეი კასჩეევი: "ჩვენ უკვე მე-6 დღეა ბათუმში ვართ და სრულიად ვეთანხმები ჩვენი ბრძენი იმპერატორის გადაწყვეტილებას, რათა ვუშველოთ ჩვენს თანამემამულეებს. ჩემი თვალით ვხედავ, რომ რუსებს საქართელოში უამრავი საფრთხე ემუქრება: შეიძლება ისე დანაყრდე ხაჭაპურით, რომ სიკვდილამდე მიხვიდე, შეიძლება ჭაჭისგან პანკრეატიტი დაგემართოს ან ზღვაში დაიხრჩო. რუსი ადამიანისთვის ცალკე პრობლემას წარმოადგენს, თუ როგორ დახარჯო ფული, რადგან მოსკოვის ბაზრის მიხედვით, აქ ყველაფერი იაფი კი არა, უფასო გამოდის.

შეურაცხმყოფელია, როცა შავი ზღვის თევზი "ბარაბულკა" აქ 5-7-ჯერ უფრო იაფია, ვიდრე სოჭში. არადა, "ბარაბულკა" არ არის სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, საზღვრის გადმოკვეთისას მისი ფასი ასე რომ ძვირდებოდეს. ნათელია, რომ ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რათა შელახონ რუსების ეროვნული გრძნობები და ეს ყველაფერი ინსპირირებულია სერგეი გავრილოვით. ამ დეპუტატის აზრს აუცილებლად უნდა ვენდოთ, ის ხომ მართლმადიდებელი კომუნისტია". წყარო

იხილეთ ასევე: "რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებას დიდი დრო აღარ უწერია" - რას ამბობენ რუსები "მაკდონალდსთან" მებრძოლ პუტინზე, ქართველებსა და აფხაზებზე?