განათლების სამინისტრო ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ გამშვები პუნქტის ჩაკეტვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

განათლების სამინისტრო ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ გამშვები პუნქტის ჩაკეტვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მეცნიერების და განათლების სამინისტო ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად მუშაობს შექმნილი პრობლემის გადასაჭრელად და ყველა აბიტურიენტის ინტერესი და განათლების მიღების უფლება დაცული იქნება.

"ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვასთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ ყველა აბიტურიენტის ინტერესი და განათლების მიღების უფლება იქნება დაცული! საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სახელმწიფოს სხვა უწყებებთან ერთად მუშაობს კონკრეტულ გეგმაზე შექმნილი პრობლემის გადასაჭრელად და საკითხი უახლოეს მომავალში მოგვარდება, დაცული იქნება ყველა აბიტურიენტის ინტერესი და მათ აუცილებლად მიეცემათ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა!" - აღნიშნულია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"