სენაკში მდინარეში მამა-შვილი დაიხრჩო - კვირის პალიტრა

სენაკში მდინარეში მამა-შვილი დაიხრჩო

სენაკში, მდინარე ცივში მამა-შვილის ცხედრები იპოვეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, მამა-შვილის ძებნა გუშინ ღამით დაიწყეს.

"როგორც მაქვს ინფორმაცია საბანაოდ იყვნენ ჩასული. შემდეგ რა მოხდა არ ვიცი“, - განაცხადა კუპრეიშვილმა.

არსებული ინფორმაციით, გოგონას გადარჩენას მამა ცდილობდა, რა დროსაც ორივე დაიხრჩო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ სამძებრო ღონისძიებებში ექვსი მყვინთავი მონაწილეობდა.

იხილეთ ასევე: "მდინარის ნაპირას იპოვეს ბავშვის ტანსაცმელი და მამის ნივთები" - ახალი დეტალები მდინარე ცივში მომხდარ ტრაგედიაზე, რომელსაც მამა-შვილი ემსხვერპლა

"ინტერპრესნიუსი"