"2 საათის დაგვიანებით ჩავედით. გზაში სამჯერ გაფუჭდა" - რას ამბობენ მგზავრები თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავ მატარებელზე - კვირის პალიტრა

"2 საათის დაგვიანებით ჩავედით. გზაში სამჯერ გაფუჭდა" - რას ამბობენ მგზავრები თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავ მატარებელზე

მგზავრების ინფორმაციით, თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი დღეს რამდენჯერმე გამოვიდა მწყობრიდან, რის გამოც მგზავრები ბათუმში 2 საათის დაგვიანებით ჩავიდნენ.

"ბათუმში 2 საათის დაგვიანებით ჩავედით. მატარებელი გზაში სამჯერ გაფუჭდა, თავდაპირველად გაფუჭდა ხარაგაულთან. ამის შემდეგ კიდევ გაფუჭდა, თუმცა მალევე გააკეთეს. მესამედ კი მატარებელი ქობულეთი-ჩაქვის გზაზე გაფუჭდა, სადაც, დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში ვიყავით გაჩერებული. ტექნიკურმა პერსონალმა იმუშავად და 2 საათის დაგვიანებით ჩავედით ბათუმში. განრიგის მიხედვით, ბათუმში 14:15 საათზე უნდა ვყოფილიყავით და ამ პრობლემის გამო 16:15 საათზე ჩავედით", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა მგზავრმა არჩილ გამზარდიამ.

"ინტერპრესნიუსი"