"მდი­ნა­რის ნა­პი­რას იპო­ვეს ბავ­შვის ტან­საც­მე­ლი და მა­მის ნივ­თე­ბი" - ახალი დეტალები მდინარე ცივში მომხდარ ტრაგედიაზე, რომელსაც მამა-შვილი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

"მდი­ნა­რის ნა­პი­რას იპო­ვეს ბავ­შვის ტან­საც­მე­ლი და მა­მის ნივ­თე­ბი" - ახალი დეტალები მდინარე ცივში მომხდარ ტრაგედიაზე, რომელსაც მამა-შვილი ემსხვერპლა

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, მდინარე ცივში დაღუპული მამა-შვილი ხვიჩა და მარიამ გაბესკირიები არიან. გარდაცვლილების ცხედრები სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ სახარბედიოში, მდინარე ცივში მაშველებმა დღეს დილით იპოვეს.

როგორც AMBEBI.GE-ს სოფლის ადმინისტრაციული სამსახურის წარმომადგენელმა ზაურ ცინაძემ განუცხადა, მამა და 12 წლამდე ასაკის გოგონა საქონლის მოსაძებნად იყვნენ წასულები.

ცინაძე ამბობს, რომ სავარაუდოდ, ბავშვი მდინარეში ბანაობდა და მამა სწორედ მის გადარჩენას ცდილობდა.

"როგორც ოჯახის ახლობლებისგან ვიცი, ძროხის მოსაძებნად იყვნენ წასული მანქანით. საღამოს სახლში რომ არ მოვიდნენ, ახლობლებმა დაიწყეს მათი ძებნა. მდინარის ნაპირას იპოვეს ბავშვის ტანსაცმელი და მამის ნივთები - სანთებელა და მობილური ტელეფონი. გაგრძელება