"მინდა პატიება გთხოვოთ, რომ ოდესღაც წავედი რუსეთში და ვიმღერე" - რა განაცხადა ანიტა რაჭველიშვილმა აქციაზე? - კვირის პალიტრა

"მინდა პატიება გთხოვოთ, რომ ოდესღაც წავედი რუსეთში და ვიმღერე" - რა განაცხადა ანიტა რაჭველიშვილმა აქციაზე?

მე მინდა პატიება გთხოვოთ, რომ ოდესღაც წავედი რუსეთში და ვიმღერე, - ამ სიტყვებით მიმართა საოპერო მომღერალმა ანიტა რაჭველიშვილმა პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს.

"იმაზე მეტს, რაც აქ ამ საღამოს ითქვა, მე ვერ ვიტყვი. ერთადერთი მინდა ვთქვა, რომ აქ მოსული ვარ, როგორც ერთი რიგითი ქართველი, პატრიოტი საკუთარი ქვეყნის და მე მინდა გთხოვოთ პატიება თქვენ, ერთმანეთს მინდა ვთხოვოთ პატიება. მე მინდა პატიება გთხოვოთ, რომ ოდესღაც წავედი რუსეთში და ვიმღერე. პატიება გთხოვოთ იმისთვის, რომ ოდესღაც ვუჭერდი მხარს პარტიას, რომელიც ანგრევდა საქართველოს და აგრძელებს ამის კეთებას. მე მინდა ერთმანეთს პატიება ვთხივოთ, რომ ერთმანეთი შეგვაძულეს და დავკარგეთ სიყვარული ქართველებო, ერთმანეთის მიმართ. ჩაეხუტეთ ერთმანეთს და უთხარით, რომ გიყვართ ერთმანეთი!", - განაცხადა რაჭველიშვილმა.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ მან აქციაზე "ჰერიო ბიჭებო" და საქართველოს ჰიმნი შეასრულა.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო