როგორია ავარიის დროს დაშავებული ქალისა და მისი ორი მცირეწლოვანი შვილის ჯანმრთელოის მდგომარეობა? - კვირის პალიტრა

როგორია ავარიის დროს დაშავებული ქალისა და მისი ორი მცირეწლოვანი შვილის ჯანმრთელოის მდგომარეობა?

საგარეჯოს მუნიციპალოტეტში, სოფელ შიბლიანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ქალი და მისი ორი მცირეწლოვანი შვილი საგარეჯოდან თბილისში გადმოიყვანეს. მათ პირველადი დახმარება საგარეჯოს "ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გაეწიათ, თუმცა მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, ისინი ცოტა ხნის წინ თბილისში, ბოკერიას სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაშავებულები რუსეთის მოქალაქები არიან. შეგახსენებათ, დღეს დილით,სოფელ შიბლიანთან ერთმანეთს "მერსედესის“ მარკის ორი ავტომობილი შეეჯახა. მომხდარის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ორი ადამიანი. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 -ე მუხლით მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"